ველური ბუნების ამსახველ ფოტოკონკურსში - წლის ფოტო აარჩიეს
ველური ბუნების ამსახველ ფოტოკონკურსში - წლის ფოტო აარჩიეს
ველური ბუნების ამსახველ ფოტოკონკურსზე (BigPicture Natural World Photograhy Competition) ფინალისტები გამოაცხადეს.

2017 წლის გრან-პრის მფლობელად გერმანელი ფოტოგრაფი ბრიტა იანსკი დაასახელეს. მის ფოტოზე, სახელწოდებით ”ჩამორთმეულია” (Confiscated), ავეჯად ქცეული სპილოს ფეხებია აღბეჭდილი.

ეს ორი პუფი მათი უკანონოდ გატანის მცდელობისას აშშ-ს საზღვარზე ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ნივთები შესანახად გადაიტანეს კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერთან, დეპოზიტარიუმში, სადაც უკვე მოკლული ცხოველის 1 300 000-მდე ნივთმა მოიყარა თავი.

ფოტოგრაფების ნამუშევრები, რომლებმაც სხვადასხვა კატეგორიაში გაიმარჯვეს, კონკურსის საიტზეც წარმოდგენილია.

ფოტოკონკურს "BigPicture Natural World Photograhy Competition"-ის იდეა არის, რომ ადამიანების ყურადღება მიაპყროს
ველური ბუნების სილამაზესა და პრობლემებს. კონკურსი კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიაში ყოველწლიურად იმართება (California Academy of Sciences).

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?