ცხოველის პატრონის, შონის თქმით, "მაკაროშკას" პირველი მფლობელი მასთან ერთად სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, მაგრამ ბიჭმა სწავლა დაამთავრა და სხვა ქვეყანაში გაემგზავრა. მისი გველის აყვანა კი არავის სურდა.
ერთად ცხოვრების პერიოდში, შონი მიხვდა, რომ საუკეთესო შინაურ ცხოველს ვერ იპოვიდა, ამიტომ მან მაკაროშკას აყვანის სურვილი გამოთქვა.
ქვეწარმავლის შესახებ შეიტყო შონის დამ, რომელსაც ქსოვა კარგად ეხერხება. გოგონა დიდხანს ათვალიერებდა გველს. შონი არ ელოდა, როდესაც დამ საშობაოდ თავისი მოქსოვილი "სვიტერი" მაკაროშკას საჩუქარად მიუტანა.
გველი "სვიტერში" სიამოვნებით შეძვრა. მეტიც, მას იმდენად მოეწონა სითბო, რომ გამოსვლა არც უცდია.
ტექნიკურად ეს სვიტერი არაა, თუმცა, ამ ცხოველს სავსებით აკმაყოფილებს ახალი იმიჯი, და, რაც მთავარია - სითბო და სიმყუდროვე, მსგავსად კატებისა, რომლებსაც სითბო ძალიან უყვართ.
როდესაც შონმა ფოტოები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე განათავსა, არაერთი მოწონება და გაზიარება მიიღო.
ასევე იხილეთ:
109 წლის მამაკაცი დაშავებული პინგვინებისთვის სვიტერებს ქსოვს
ქურთუკები და სვიტერები ქათმების გადასარჩენად
ინდურ სპილოებს თბილი სვიტერები მოუქსოვეს, რომ ყინვაში არ გაცივდნენ