4 წლის მანძილზე ამერიკელს თავს დაესხა ზვიგენი, დათვი და შხამიანი გველი… ის კი ცოცხალია და ცხოველები ძალიან უყვარს..
4 წლის მანძილზე ამერიკელს თავს დაესხა ზვიგენი, დათვი და შხამიანი გველი… ის კი ცოცხალია და ცხოველები ძალიან უყვარს..
არ ვიცით, რა ვთქვათ – ბედი სწყალობს, თუ ხიფათიანია, მაგრამ 4 წლის მანძილზე მას დათვი, ზვიგენი და გველი თავს დაესხა. ის გადარჩა.

ნათესავები მასზე დარდობენ და ეს არ არის საკვირველი.

19 აპრილს 20 წლის ამერიკალი დილან მაქვილიამსი მტაცებელს პირისპირ კიდევ ერთხელ შეხვდა. ახალგაზრდა წყნარი ოკეანის ტალღებზე სერფინგით იყო დაკავებული, როდესაც ფეხში ჯოჯოხეთური ტკივილი იგრძნო.

“მე ჩემს ქვემოთ, ტალღებში ზვიგენი დავინახე, ფეხები დავუშინე და ნაპირისკენ მთელი ძალით გავცურე. მაშინ ვერც კი ვხვდებოდი, დავკარგე ფეხი თუ არა”.

ვეფხისებრმა ზვიგენმა, რომლის სიგრძეც 2 მეტრამდე იყო,
დილანს ფეხზე “სამახსოვროდ” კბილების ანაბეჭდი დაუტოვა. ექიმს 7 ნაკერის დადება მოუხდა.

მსგავსი ფაქტი არ იყო
ერთადერთი დილანის ცხოვრებაში. ვეფხისებრი ზვიგენის თავდასხმა უკვე მესამე შემთხვევა იყო. 2017 წლის ივლისში ახალგაზრდა კოლორადოში, ბანაკში ინსტრუქტორად მუშაობდა. ერთხელ ღამით, როდესაც მას ღია ცის ქვეშ მშვიდად ეძინა, უხერხულობის შეგრძნებამ გამოაღვიძა – ეს მართლა საშინელება იყო, მას თავზე დიდი დათვი დადგომოდა...

“დათვმა ჩემი თავი პირში მოიგდო. მე მანამ ვებრძოდი, სანამ ყბა არ გახსნა”, – ხმაურზე დილანის მეგობრები მოცვივდნენ და ცხოველი დააფრთხეს. ახალგაზრდას კეფაზე 9 ნაკერი დაადეს.

2015 წელს დილანს შხამიანმა გველმა უკბინა. ეს იუტას შტატში მოხდა.

“ბილიკს მშვიდად მივუყვებოდი და უცებ მომეჩვენა, რომ კაქტუსს ფეხი წამოვკარი. ჩემ წინ შხამიანი გველი მოხვეულიყო”.

გველმა დილანს უკბინა. ახალგაზრდა გადარჩა, თუმცა, საავადმყოფოში რამდენიმე დღის გატარება მოუწია.

ამ შემთხვევამ დილანს ბუნების სიყვარული ვერ გაუქრო.

“მე არ ვადანაშაულებ ზვიგენს, დათვს, ან გველს. მე ისევ ხშირად დავდივარ ლაშქრობებში და მაინც შევცურდები ოკეანეში, – ამბობს დილანი, – არ ვიცი იღბლიანი ვარ, თუ ძალიან უიღბლო. მშობლები ძალიან მადლიერები არიან ღმერთის, რომ მე ისევ ცოცხალი ვარ”.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?