იცით, თუ არა რომ... (2)
იცით, თუ არა რომ... (2)
ზღვის წავებს მდინარემ რომ არ წაიღოს, ძილის დროს ერთმანეთი თათებით უჭირავთ.

ციყვები ყოველ წელს 1000 ახალ ხეს თესავენ იმის გამო, რომ ავიწყდებათ სად შეინახეს თავისი რკო.

თამაშის დროს ლეკვი ბიჭი ხშირად უფლებას აძლევს მოაგებინოს მოწინააღმდეგე გოგონა-ლეკვს მაშინაც კი, თუ მას ფიზიკურად ბევრად დიდი უპირატესობა აქვს.

კუს შეუძლია უკანატანით სუნთქვა.

ძროხებს ჰყავთ საუკეთესო მეგობრები, რომელთაც ისინი ყველაზე ხშირად ატარებენ დროს.

პინგვინები თავის რჩეულს ხელს სთხოვენ და მისთვის ნაპირის კენჭი მიაქვთ.

ვაშინგტონის ერთ-ერთ ციხეში აგრესიულ და არაკეთილგანწყობილ კატებს, რომელთა ოჯახებში გამწესება შეუძლებელი
იყო, სოციალიზაციაში ეხმარებიან. თავისი ქცევიდან გამომდინარე ამ კატებს დაძინება ემუქრებათ, კატები საკითარი თავის მიმართ სიყვარულს
გრძობენ, ნელ-ნელა სოციალიზირდებიან და ახალ ოჯახში მოხვედრის იმედი უჩნდებათ.

ნორვეგიაში რაინდად პინგვინი დაასახელეს. მისი სრული სახელია სელ ნილს ოლავი.

ჩინეთში პანდას მოკვლა სიკვდილით ისჯება.

შვეიცარიაში ბაჭიების ხტუნვაში შეჯიბრება იმართება, რომელსაც კანინხოპპინგს ეძახიან.

დელფინები ერთმანეთს სახელებს არქმევენ.

ფრინველი ტულუკი თავად ირჩევს პარტნიორს მთელი სიცოცხლის მანძილზე. ისინი იწყობენ სახლს და აწყობენ კიდეც შიგნიდან. ტუალეტი შორიახლოსაა.

იაპონელი მაკაკები გასართობად გუნდაობენ.

ზღვის ცხენები ასევე ირჩევენ მეგზურს მთელი ცხოვრების მანძილზე. ხან ისინი ერთმანეთზე კუდებით გადაბმულები გადაადგილდებიან.

სანამ წიწილა გამოიჩეკება კვერცხიდან, ის ურთიერთობს დედასთან და სხვა წიწილებთან ნაჭუჭს მიღმა სპეციალური ბგერების გამოყენებით.

ძაღლების ცხვირის ანაბეჭდი განუმეორებელია და შეიძლება იქნეს გამოყენებული ცხოველის იდენტიფიკაციისთვის.

Turritopsis nutricula  – მედუზა, ერთადერთი ცნობილი სახეობა დედამიწაზე, რომელიც უკვდავია.
ყვავები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ შეუძლიათ ერთმანეთს ეხუმრონ.

პეპლები გემოს ფეხებით გრძნობენ.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ თხებს ისევე, როგორც ჩვენ, აქვთ აქცენტი იმის მიხედვით, თუ რა ადგილას ცხოვრობენ.

კატები გამოხატავენ ნდობას მაშინ, როდესაც ადამიანს შუბლით ეხებიან, ამით აგებინებენ, რომ ის უსაფრთხოდაა.

ციყვებს შეუძლიათ სხვა ოჯახის პატარა ციყვების შვილად აყვანა, თუ ისინი რაიმე მიზეზით მიატოვეს.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?