პატარა სპილოს უფროსი მეგობრები ტალახის აუზიდან ამოსვლის დროს ეხმარებიან (+ვიდეო)
სპილოსთვის ტალახში გორაობა ყველაზე სასიამოვნო პროცესია. ისინი ამ სახით პარაზიტებისაგან თავისუფლდებიან.

და აი, ამ პატარა არსებამაც, ოჯახის უფროს წევრებთან ერთად, მხიარულება გადაწყვიტა, თუმცა, დამოუკიდებლად ტალახის აუზიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.

კრიუგერის ნაციონალური პარკის დამთვალიერებლებმა სახალისო კადრების გადაღება შეძლეს.

აფრიკული სპილოსთვის ერთ-ერთი ყველაზე გასართობი პროცესი ტალახში ბანაობაა. ისინი ეძებენ ღრმულებს და მასში თავით ძვრებიან, რათა ლაფში სრულად ამოიგანგლონ. პატარა სპილოები ტალახში უფროსებთან ერთად ეფლობიან, თუმცა, მოლიპულ ნაპირზე ამოსვლა ძალიან უჭირთ. ასეა ეს ნაშიერიც.

Zooclub

სპილოების ჯოგმა ტერიტორია მალევე დატოვა, თუმცა, ცხოველთან სავარაუდოდ მისი უფროსი და-ძმა დარჩა და
ხორთუმების დახმარებით, ის სამშვიდობოს ამოიყვანეს.

სპილოებს ოჯახური კავშირი  და ერთმანეთის დახმარება გენებში აქვთ. ისინი ყოველთვის
ეხმარებიან საკუთარ ნათესავებს, რომლებიც გასაჭირში არიან, განსაკუთრებით კი პატარებს.

Zooclub

წყარო: dailymail


ასევე იხილეთ:

კამეჩი პატარა სპილოს თავს დაესხა, თუმცა, რამდენიმე წამში დედა სპილო გამოჩნდა...

პატარა სპილომ ტურისტი ტალახში წააქცია და მის მუხლებზე მოკალათებას ცდილობდა

"ზედაპირზე მხოლოდ ყურები ჩანდა..." მოზარდებმა ჭაობიდან კენგურუ ამოიყვანეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?