დაობლებული ირმის ნაშიერი ყოველ დილით საძოვარზე აკითხავს ცხენს, რომელიც დედა ჰგონია
დაობლებული ირმის ნაშიერი ყოველ დილით საძოვარზე აკითხავს ცხენს, რომელიც დედა ჰგონია
ჰარლოუს ფერმაში (ესექსის საგრაფო, ინგლისი), ტყის სიახლოვეს ცხენები ყოველდღე საძოვარზე გაჰყავთ. დაობლებული ირმის შვილი ყოველ დილით გამოდის ტყიდან, რემას უახლოვდება და კვიცს ეთამაშება. როგორც ჩანს, ტყის პატარა ბინადარი შინაურ ცხოველსა და მის მშობელს ოჯახად მიიჩნევს.

გარდა ამ წყვილისა, ირმის ნაშიერის მიმართ სითბოს გამოხატავს კიდევ ერთი ცხენი, რომელიც მას თითქოს დედობას უწევს.

Zooclub

ცხენისა და ნუკრის მეგობრობის ემოციური ფოტოები გადაიღო ჩინარდა ჯუმანალიევმა, რომელიც საძოვარს რამდენიმე დღის განმავლობაში სტუმრობდა. მისი თქმით, ცხენი ზრუნავდა შვლის ნუკრზე, ეფერებოდა და მეტიც, ასუფთავებდა ისე, როგორც საკუთარ ნაშიერს.

"ეს ახალგაზრდა
მამრი ირემლაღია. არ ვიცი, რა დაემართა მის მშობელს, თუმცა, ფერმერები მას დიდი ხანია მარტო ხედავენ.
ცხენები მისი ოჯახი გახდა, ზოგიერთი მათგანი კი ტყის ცხოველზე შვილივით ზრუნავს", - ამბობს ფოტოგრაფი.

Zooclub

ქალის თქმით, ირემი მეგობრების სანახავად საძოვარზე ყოველ დილით გადის და ტყეში მხოლოდ საღამოს ბრუნდება - როდესაც ცხენები თავიანთ თავლაში ბრუნდებიან. კვიცი და დაობლებული ირემი ერთი ასაკის არიან, ამიტომ მათ ძალიან მოსწონთ ერთად თამაში.

Zooclub

"ერთ დღეს, როდესაც მათ თვალს ვადევნებდი, მამაკაცმა საძოვრის სიახლოვეს ძაღლთან ერთად გაიარა და ყეფამ ნუკრი შეაშინა. ის ცხენებისკენ გაიქცა, ხოლო ერთი ცხენი მას გადაეფარა, რათა საშიშროებისაგან დაეცვა", - ამბობს ფოტოგრაფი.

Zooclub

"მათი ურთიერთობა საოცარია. როდესაც ისინი პირველად დავინახე, მივხვდი, რომ ამ დრომდე მსგავსი არაფერი მინახავს. ყოველი ადამიანი, რომელიც ამ ფოტოებს იხილავს, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ", - ამბობს ჩინადრა.

ასევე იხილეთ:

დაობლებული პატარა კენგურუ სათამაშო დათვთან ერთად მარტო ცხოვრობს

ლომი ლამბერტი და მისი საყვარელი "პლედი"

ობოლი კენგურუ, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?