რეალურ ცხოვრებაში ხელოვნების გარკვეული მონაკვეთის კოპირება მოხდა, როდესაც დედამ საკუთარი ნაშიერი ზეცისკენ ასწია და ანიმაციური ფილმის ზუსტი იმიტაცია მოახდინა.
ფაქტი, როცა ბაბუინმა და მისმა შვილმა ცნობილი სცენის იმიტირება მოახდინეს, ბრიტანულმა გამოცემა "Metro"-ს ფოტოგრაფმა, დაფნა ბენ ნუნმა, გადაიღო. 38 წლის ქალი ზიმბაბვეში მოგზაურობისას უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სახეობის მაიმუნს აფრიკის არა ერთ რეგიონში შეხვდებით, დაფნა დედა-შვილი ბაბუინის ხილვით გაოცებული იყო.
არსებული კადრები 1994 წელს ძალიან პოპულარული გახდა და ყოველივე ელტონ ჯონის საუნდტრეკის დამსახურებაა.
შეგახსენებთ, რომ მულტიპლიკაციურ ფილმში მანდრილი, სახელად რაფიკი, "Circle of Life"-ის მუსიკალური კომპოზიციის ფონზე, უახლოვდება კლდის კიდეს და ახალშობილ ბოკვერ სიმბას მაღლა სწევს.
წყარო: metro.co.uk
ასევე იხილეთ:
ინგლისში ნამდვილი "სკუბიდუ" აღმოაჩინეს
დაგრეხილი დრუნჩები და დიდი ნესტოები... დისნეის მულტიპლიკაციური ფილმის გმირი რეალურად შექმნეს