ძუ ჯიქი ჭაში ჩავარდა, ადამიანებმა მისი გადარჩენის გეგმა შეიმუშავეს
ძუ ჯიქი ჭაში ჩავარდა, ადამიანებმა მისი გადარჩენის გეგმა შეიმუშავეს
ყველაზე საშიში გარეული ცხოველიც კი, რომელიც ადაპტირებულია ველურ ბუნებას, შესაძლოა, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ძუ ჯიქი ჭაში ჩავარდა და ამოსვლას ვერ ახერხებდა. საბედნიეროდ, მტაცებელს გაუმართლა: ის ადამიანებმა იპოვეს და დახმარების გეგმა შეიმუშავეს.

თუმცა, გარეული კატის ბედი ნაწილობრივ მასზე იყო დამოკიდებული.

ინდოეთის სოფელ იადავადის მცხოვრები, გამთენიისას ჭისკენ გაემართა, რათა წყლის ტუმბო ჩაერთო, თუმცა, ნანახმა დააბნია: წყალში ჯიქი აღმოჩნდა. შესაძლოა, ცხოველს მოსწყურდა, ხოლო წყლის დანახვისას ჭაში გადახტა და სამშვიდობოს ვეღარ გამოვიდა. ის წყლის ზედაპირზე ცურავდა, რომ არ ჩაძირულიყო.

მამაკაცი მაშველებს დაუკავშირდა. საქველმოქმედო ორგანიზაცია "Wildlife SOS"-ი მათთან
ერთად
სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო.

ცხოველის გადარჩენის პირველი ნაბიჯი ჭაში კიბის ჩაშვება იყო. მაშველები მტაცებლის რეაქციას
ელოდნენ. ჯიქის გადარჩენა მისივე მოქმედებებზე იყო დამოკიდებული. და აი, ის თითქოს გრძნობდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და კიბეს დაეკიდა.

Zooclub

ამის შემდეგ ადამიანებმა ჭაში ჩაუშვეს ყუთი, რომელსაც კარი ღია ჰქონდა. გონიერი მტაცებელი უყოყმანოდ შეძვრა ყუთში.

Zooclub

მაშველები მიხვდნენ, რომ გეგმამ გაამართლა და გარეულ კატა ყუთით სამშვიდობოს ამოიყვანეს. ამის შემდეგ, ჯიქი გარეულ ცხოველთა გადარჩენის ცენტრში გადაიყვანეს.

Zooclub

ვეტერინარის - აჯაი დეშმუხის თქმით, ძუ ჯიქი დაახლოებით 7 წლის იყო. არავინ იცის, თუ რამდენი ხანი იმყოფებოდა ცხოველი ჭაში, თუმცა, ძალიან გამოფიტული იყო. რამდენიმედღიანი რეაბილიტაციის შემდეგ, მას კვლავ ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

ასევე იხილეთ:

როდესაც ჭაში ჩავარდნილმა ძაღლმა ადამიანი დაინახა, სიხარულისგან ყმუილი დაიწყო

ჭაში ჩავარდნილი ძუ ლომის გადარჩენა

ის 24 საათის განმავლობაში ხიდის კიდეს ეკიდებოდა... თითქოს გრძნობდა, რომ გადაარჩენდნენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?