მაკე ძროხა სატვირთო ავტომობილიდან გაიქცა, რათა თავისი ხბო სასაკლაოდან ეხსნა
მაკე ძროხა სატვირთო ავტომობილიდან გაიქცა, რათა თავისი ხბო სასაკლაოდან ეხსნა
ძროხა ბრიანა მთელმა მსოფლიომ გაიცნო მას შემდეგ, რაც სასაკლაოსკენ მიმავალი სატვირთოდან გაიქცა.

ბერგენის ოლქში (ნიუ-ჯერსი), ფერმიდან სასაკლაოზე 10 წუთის სავალ გზაზე, მაკე ძროხამ სატვირთოდან გადმოსვლა შეძლო. ბრიანა ცხოველთა დამცველების მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდა და ორი დღის შემდეგ დაბადა ხბოც, რომელსაც უინთერი დაარქვეს.

Skylands Animal Sanctuary and Rescue-ს თავშესაფრის თანამშრომლებმა, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე, მამაცი ძროხის ისტორია გააზიარეს - "ბრიანა- ჯანმრთელი ძროხა, მაკეობის ბოლო პერიოდში მყოფი, სატვირთოთი სასაკლაოზე მიჰყავდათ. ფერმის ცხოველს ათი წუთი აშორებდა სასაკლაოს, როდესაც გაიქცა... მას არასოდეს უგრძვნია თავისუფლება. დაახლოებით ათი თვის
წინ ბრიანას დაღი დაასვეს, შემდეგ წამოიყვანეს სახლიდან და დააშორეს ოჯახს. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, გადაწყდა,
რომ ბრიანას შვილი და საკუთარი სიცოცხლეც უნდა დაეთმო. მას და მის შვილს ამაოდ მოკლავდნენ... ეს არის ხორცის წარმოების რეალობა."

ბრიანას ფოტო სატვირთოდან გაქცევის შემდეგ

Zooclub

ცხოველთა დამცველები საზოგადოებას მოუწოდებენ, უარი თქვან ხორცის ჭამაზე. გაქცეული ბრიანას დასაჭერად, რომლის წონაც დაახლოებით 450 კგ-ს აღწევს, თითქმის მთელი ადგილობრივი პოლიცია იყო ჩართული.

წყარო: metro.co.uk

ასევე იხილეთ: 

სასაკლაოდან გამოქცეულ ღორს თავი ძაღლი ჰგონია

ძროხამ იტირა. მას ეგონა, სასაკლაოზე მიყავდათ, თუმცა…

მამაკაცი არაერთხელ სცემეს, ესროლეს, დაემუქრნენ, თუმცა მას არ შეუწყვეტია ცხოველების გადარჩენა
kolxi
ლევ ტოლსტოიმ სწორედ თქვა "სანამ იქნება სასაკლაოებიო ,მანამდე არ დაილევა მსოფლიოში ომებიო" ადამინებმა უნდა შეიგნონ ,რომ ცხოვლი სულიერი არსებაა და გააჩნია გრძნობები
ქეთი
ლეშიჭამია ორფეხებო! ადამიანები რომ გვქვია, განა დიდი საცოდაობა არ არის - შეჭამო ცოცხალი არსება, თანაც თავის არდაბადებულ შვილთან ერთად!? რამდენი ასეთი პაწია ხბო, ბატკანი გოჭი შეგვისანსლავს...მათ კი სიცოცხლე, თამაში სურდათ... ამიტომაც გვჭირს ამდენი უბედურება და უფრო უარესიც დაემართება კაცთა ამ ბოროტ მოდგმას!
ლია
საერთოდ რა სიველურეა, ხორცის ჭამა. ნეტავ ისეთი დღე დადგეს, რომ ადამიანებმა საერთოდ უარი სთქვან ხორცზე. საცოდავი ძროხა . როგორ უნდა დაკლა, თანაც მაკედ ყოფილა. კიდევ კარგი თავს უშველა. ადამიანებო ვინც ხორცზე გიჟდებით, უარი სთქვით მის მოხმარებაზე, წამებით დაკლული ხორცის მიღება არის საშინელება. ნუ ვემსგავსებით პირველ ყოფილ ადამიანებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?