ტყეში ორი დღით დაკარგული 3 წლის ბავშვი ამბობს, რომ დათვმა გადაარჩინა
ტყეში ორი დღით  დაკარგული 3 წლის ბავშვი ამბობს, რომ დათვმა გადაარჩინა
ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრებმა 3 წლის კეისი ჰეტევეიმ, რომელმაც საშინელ ყინვასა და თოვლში ტყეში ორი დღე გაატარა, პოლიციელებსა და ოჯახს უამბო, რომ მას მეგობრული დათვი დაეხმარა. ცხოველი მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებია.

კეისი ორ მეგობართან ერთად ბებიის სახლის ეზოში თამაშობდა, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ უკვალოდ გაქრა, რის შედეგადაც ასობით ადამიანის მღელვარება გამოიწვია.

3 წლის ბიჭის მოსაძებნად, 600 მოხალისე, რამდენიმე პოლიციელი, მყვინთავი, ვერტმფრენი და დრონი შეუსვენებლად მუშაობდა.


სამძებრო სამუშაოების მომდევნო დღეს წვიმა და ქარი იმდენად გაძლიერდა, რომ სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ, ძებნა შეეწყვიტათ,
თუმცა, კეისის დაკარგვიდან ორი დღის შემდეგ, მაშველებს ბავშვის ტირილის ხმა შემოესმათ. მათ ბიჭუნა ბუჩქებში გახლართული
იპოვეს - გაყინული, სველი, თუმცა, მთავარია ცოცხალი.

Zooclub

დახმარება - შესაძლოა, რეალური ან თუნდაც წარმოსახვითი, მაგრამ უდაოდ სასარგებლო - ამ ამბავთან სწორედ რომ შესაბამისია, ჩრდილოეთ კაროლინას ტყეში, სადაც უამრავი შავი დათვი ბინადრობს. ადგილობრივი სამართალდამცველის თქმით, კეისიმ მათ უამბო, რომ მას ტყეში მეგობარი ჰყავდა. ეს იყო დათვი და მტაცებელი მას გვერდიდან არ შორდებოდა.

Facebook-ის საკუთარ გვერდზე იგივე დაწერა ბავშვის დეიდამ: "კეისიმ გვიამბო, რომ 2 დღე დათვთან ერთად გაატარა. ღმერთმა მას მეგობარი გაუგზავნა, რათა ის უსაფრთხოდ ყოფილიყო. სასწაულები ხდება!"

Zooclub

შერიფის თქმით, სამართალდამცველებს მოუწიათ გაყინულ წყალში შესვლა, რათა ბავშვამდე მიეღწიათ. კეისი პატარა კუნძულზე ბუჩქებში იყო. მას სულ რამდენიმე ნაკაწრი აღენიშნებოდა.

წყარო: theguardian

ასევე იხილეთ:

ის სამკურნალო მცენარის საძებნელად ტყეში წავიდა და დაიკარგა... იდუმალმა თეთრმა ძაღლმა მისი სიცოცხლე გადაარჩინა და გაუჩინარდა

17 წლის სმენადაქვეითებული ძაღლი ტყეში დაკარგულ ბავშვს მთელი ღამე იცავდა (+ვიდეო)

2 წლის გოგონა უკვალოდ გაქრა... სამი დღის შემდეგ მის მშობლებთან მოულოდნელი სტუმარი გამოჩნდა
aburjga
დათვი ნაღდად გადაარჩენდა. ჩემი თუ არ გჯერავთ ნახეთ მულტფილმი "მაშა და დათვი". Маша и Медведь
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?