ზოოპარკიდან გადარჩენილი პუმა პატარა ბინაში გათამამებული შინაური კატასავით ცხოვრობს
ზოოპარკიდან გადარჩენილი პუმა პატარა ბინაში გათამამებული შინაური კატასავით ცხოვრობს
ფიქრობთ, რომ შინაურ ცხოველებში მხოლოდ ძაღლი, კატა, თუთიყუში ან თუნდაც ზღვის გოჭი მოიაზრება? რას იტყოდით, ბინაში, არც მეტი არც ნაკლები, პუმა რომ გყოლოდათ?

მარია და ალექსეი დიმიტრევები ერთოთახიან ბინაში პუმასთან, სახელად მესისთან, ერთად ცხოვრობენ, - წერს გამოცემა "Bored Panda".

პუმა სარანსკის (რუსეთი) ზოოპარკში დაიბადა, მაგრამ ცხოველი მძიმედ ავადმყოფობდა, ამიტომ დიმეტრეევებმა მისი გამოსყიდვა და მასზე ზრუნვა გადაწყვიტეს. 

"ჩვენ სამი დღე გვქონდა მოსაფიქრებლად, შევძლებდით თუ არა პუმას მოვლას, თუმცა, უზომო სურვილს წინ ვერაფერი დაუდგებოდა", - ამბობს ალექსეი.

მესის ბევრი ვარჯიში სჭირდება, ამიტომ ცხოველის
განვითარებისთვის ოჯახმა რამდენიმე სპეციალური მოწყობილობა იყიდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი მესისთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს,
მტაცებელს ძალიან უყვარს თავისი ოჯახის წევრები და თავს ბედნიერად გრძნობს.

Zooclub

ოჯახმა პუმა სპეციალურ საწვრთნელ სკოლაშიც მიიყვანა. მან ამჟამად 10 ბრძანება იცის.

Zooclub

მესის ინსტაგრამზე საკუთარი გვერდიც აქვს, სადაც 500 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

ცხოველთა დამცველები მიიჩნევენ, რომ მტაცებლისთვის უკეთესი იქნება ველურ ბუნებაში ცხოვრება, მაგრამ დიმიტრეევები ირწმუნებიან, რომ ცხოველი ბუნებრივ პირობებში თავს ვერ გაიტანს.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო: boredpanda

ასევე იხილეთ:

მამაკაცმა გადაარჩინა პატარა არსება, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ცხოველი იყო

ვირი, რომელიც ბინაში პატრონებთან ერთად ცხოვრობს

გოგონამ ავაზა ბრაკონიერებისგან გადაარჩინა... დღეს მტაცებელი მის სახლში ბედნიერი ცხოვრობს
გალერეა
Tbilisi
კარგი ვინმე ჩანს ))) მთავარია უცებ არ გაახსენდეს პუმა რომ არის )) ველურ გარემოში კი მართლაც ვერ იცხოვრებს. სულაც რომ ინადიროს წარმატებით, ეგ ხომ ადამიანებზეა მიჩვეული და პირველივე მინადირესთან თავისით მივა.....
fsiuuu
ეს მისი იუთუბ არხია https://www.youtube.com/channel/UCvph04Sh9CFKAw-gA6y-brQ
Manana
ულამაზესია,მაგრამ საშიში არ არის? მაინც გარეული მტაცებელია!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?