3 წლის ბავშვი "ექიმობანას" თამაშობს, რა დროსაც ნამდვილ პითონს მკურნალობს (+ვიდეო)
3 წლის გოგონა, სახელად მაჰარინი, "ექიმობანას" თამაშობს, რა დროსაც 4,5-მეტრიან პითონს პირის ღრუში წარმოქმნილ წყლულზე მალამოს უსვამს.

ქალაქ ტანგერანგში (ცენტრალური ინდონეზია) მცხოვრები ბავშვი გველს ხშირად უწმენდს კბილებს და წყლულებს უმუშავებს.

გოგონას მამა ეგზოტიკურ დაშავებულ ცხოველებზე ზრუნავს, ხოლო მისი შვილი 2 წლიდან ურთიერთობს საშიშ ქვეწარმავლებთან.

"როდესაც დედაჩემმა სცადა პითონთან მიახლოება, ქვეწარმავალი მას ხელზე შემოეხვია და უკბინა, მაგრამ მაჰარინის მიახლოებისას, ის დამშვიდდა და ბავშვს დაემორჩილა", - ამბობს გოგონას მამა.

3 წლის გოგონასთვის ქვეწარმავლების მიმართ შიში უცხოა. ის დიდ დროს ატარებს მათთან და მამას შეძლებისდაგვარად
ცხოველების მკურნალობაში ეხმარება.

ასევე იხილეთ:

გოგონა უზარმაზარ გველს წმენდს, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას არ ცდილობს

5 წლის
გოგონასა და ოთხმეტრიანი პითონის თამაში მამამ ვიდეოზე გადაიღო


ავსტრალიელმა ვეტერინარმა პითონი 500 ტკიპასგან გაათავისუფლა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?