კონგოს ნაკრძალის თანამშრომლებმა გორილებთან ერთად "სელფი" გადაიღეს
კონგოს ნაკრძალის თანამშრომლებმა გორილებთან ერთად "სელფი" გადაიღეს
მომვლელებმა ვირუნგის ნაციონალურ პარკში, რომელიც კონგოს რესპუბლიკაში მდებარეობს, "სელფები" გადაიღეს ორ გორილასთან - ნადაკასისთან და მატაბიშისთან ერთად.

რამდენიმე ასეული ადგილობრივი მცხოვრები უანგაროდ ზრუნავს პრიმატებზე, რომლებიც ნაკრძალის ტერიტორიაზე ბინადრობენ. იმისათვის, რომ გორილებს მათთვის ყურადღება დაეთმოთ, მოხალისე მომვლელებმა ცხოველებთან  ერთად "სელფი" გადაიღეს და Facebook-ის პარკის ოფიციალურ გვერდზე განათავსეს.

Zooclub

ინფორმაციის თანახმად, რომელიც პარკის ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არ წყდება შეტაკებები ადგილობრივ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის. დაძაბული ფონის მიუხედავად, პრიმატები მოხალისეების დახმარებით გადარჩნენ.

Zooclub

"ადგილობრივი მაცხოვრებლები ინტენსიურ მომზადებას გადიან. ისინი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან, რათა ნაკრძალის
ბინადრები დაიცვან, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი მთის გორილები", - წერია პარკის ოფიციალურ გვერდზე.

Zooclub

ასევე იხილეთ:

თეთრი ლომი სამხრეთ აფრიკიდან, რომელსაც კამერის წინ პოზირება ძალიან მოსწონს


ასე გამოიყურება მამრი გორილა, რომელსაც მეცხრე შვილი შეეძინა

ცხოველები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ფოტო ობიექტივის წინ "იპრანჭებიან"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?