რუანდას ეროვნული პარკები პოპულარულია არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ბრაკონიერებისთვისაც, რომლებიც არაკანონიერად ნადირობენ ჩლიქოსან ცხოველებზე, განსაკუთრებით კი ანტილოპებზე. მონადირეები პარკის ტერიტორიაზე ხაფანგებს აკეთებენ, რის შედეგადაც მასში ანტილოპები ებმებიან.
არა მხოლოდ ჩლიქოსანი ცხოველებისათვის, მახეები გორლიებისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თოკებში გაბმული
სპეციალისტების თქმით, ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა გორილებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მახეში მათი ერთ-ერთი მოძმე მოკვდა. დაშავებული ცხოველი ნაკრძალის თანამშრომლებმა იპოვეს. სამწუხაროდ, მისი დახმარება დაგვიანებული აღმოჩნდა - გორილა, სახელად ნგვინო, განგრენის შედეგად მოკვდა.
ბრაკონიერები მახეებს ტოტებისგან ან ბამბუკსგან აკეთებენ, რაზეც ამაგრებენ თოკს, რომელიც ცხოველს ფეხზე ეხვევა. ზრდასრულ გორილას ძალა აქვს თოკის გაწყვეტის, თუმცა, მახეში გაბმული პატარა გორილები ხშირად იტანჯებიან.
გარდა პრიმატებისა, ნაციონალური პარკის რეინჯერები ყოველდღე ცდილობენ, იპოვო და გაანადგურონ მსგავსი მახეები, სწორედ ერთ-ერთი მათგანი მოწმე გახდა უჩვეულო შემთხვევისა - როდესაც რეინჯერმა, ჯონ ნდაიამბაემ გორილების სამყოფელთან მახე შენიშნა, მამაკაცმა მისი განადგურება გადაწყვიტა, მაგრამ გორილების წინამძღოლმა ბუბუმ საოცარი ხმიანობით მას მიახლოება გადააფიქრებინა. სწორედ ამ დროს, რეინჯერმა შენიშნა ახალგაზრდა გორილები - მამრი რვებმა და მდედრი დუკორე, მათ მახე გაანადგურეს. რამდენიმე საათში, პრიმატებმა კიდევ ერთი მახე აღმოაჩინეს და ნაწილებად დაშალეს.
გორილების ფონდის წარმომადგენელი ხუმრობით აღნიშნავს, რომ ნაკრძალი საიმედო ხელშია, რადგან გორილებმა უკვე ისწავლეს მახეების ძებნა და მათი განადგურება.
ასევე იხილეთ:
ლომებმა ბრაკონიერი შეჭამეს
აფრიკულ სპილოებს ეშვები აღარ ეზრდებათ: დედაბუნება ბრაკონიერების წინააღმდეგ თავისი "იარაღით" იბრძვის
სპილომ ბრაკონიერი მეგობრების თვალწინ გათელა