კუნძულზე ბინადარი ცხოველები ადამიანების მიმართ საოცრად მეგობრულნი არიან, თუმცა, ფოტოსესიის პროცესში, ყოველი შემთხვევისთვის, მათ საბელებს უკეთებენ.
თქვენ შეგიძლიათ მტაცებლებს მოეფეროთ და მუცელზეც მოფხანოთ.
ნაკრძალის მეპატრონის თქმით, ტერიტორიაზე მხოლოდ ისეთი ცხოველები გვხვდებიან, რომლებმაც ველურ ბუნებაში თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს და ველურ პირობებში ვერ გადარჩებიან.
კუნძულზე სეირნობა მხოლოდ ექსკურსია მძღოლის თანხლებითაა შესაძლებელი, კვირაში ექვსი დღე.
გარდა
ნაკრძალი 1998 წლიდან მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში, აქ მხოლოდ ორი ინციდენტი მოხდა, რომლებიც უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული, რა დროსაც ზიანი არავის მიუღია და არც მომკვდარა. მიუხედავად ამისა, წესებით თანახმად, მგლებთან ახლო კონტაქტი ნებადართულია ადამიანებისთვის 18 წლის ზევით.
"ჩვენი მიზანია, ადამიანებს ველური ბუნება ახლოს გავაცნოთ, შევაყვაროთ ცხოველები და მათზე მზრუნველობა ვასწავლოთ", - ამბობს ნაკრძალის მფლობელი.
იხილეთ ფოტოგალერეა
წყარო: boredpanda.com
ასევე იხილეთ:
გარეული ცხოველების მოყვარულმა, აფრიკაში, საკუთარი ნაკრძალი გააკეთა
სასტუმრო, სადაც შეგიძლიათ ჟირაფებთან ერთად ისადილოთ
უსინათლო სპილოს საოცარი რეაქცია პიანინოს ხმაზე