ბავშვების საყვარელი პერსონაჟი Hello Kitty, გოგონაა და არა კატა
ბავშვების საყვარელი პერსონაჟი Hello Kitty, გოგონაა და არა კატა
ცნობილი იაპონური პერსონაჟი Hello Kitty სულაც არ არის კატა, მისი შემქმნელების თქმით, ის არის ადამიანი – პატარა გოგონა. ამის შესახებ Los Angeles Times-ს კრისტიან იანმა განუცხადა

იანი ლოს-ანჯელესში იაპონია-ამერიკის ნაციონალური მუზეუმის წარმომადგენელია და ამავე დროს Hello Kitty -ის გამოფენის კურატორი.

მუზეუმის წარმომადგენელმა ეს პერსონაჟი თავიდან აღწერა, როგორც კატა, თუმცა კომპანია Sanrio -მ, რომელმაც ეს პერსონაჟი შექმნა, მოითხოვა მუზეუმის თანამშრომლებს ბრენდის აღწერილობაში კორექტივები შეეტანათ.

Zooclub

"ეს დახატული პერსონაჟი პატარა გოგონაა,ერთგული მეგობარია, მაგრამ არა კატა. ის ადამიანივით ორ ფეხზე დადის და ადამიანის ქცევები აქვს."
– განაცხადა Los Angeles Times--სთან ინტერვიუში კრისტიან იანმა.

ასევე კოპანა Sanrio, Los Angeles Times-თან ინტერვიუში
აცხადებს, რომ: "Hello Kitty ეს არის პატარა, ჭკვიანი გოგონა, ოქროს გულით."

წყარო: http://time.com/3197794/hello-kitty-not-a-cat/

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?