ორასმა ინდოელმა დაღუპულ მაიმუნზე გლოვის ნიშნად თავი გადაიხოტრა
 ორასმა ინდოელმა დაღუპულ მაიმუნზე გლოვის ნიშნად თავი გადაიხოტრა
BBC News-ის ცნობით სოფელ დაკაჩას თითქმის 200-მა მცხოვრებმა დაღუპულ მაიმუნზე გლოვის ნიშნად თავი მთლიანად გადაიხოტრა . მაიმუნი ადგილობრივ სალოცავში ცხოვრობდა.

კიდევ 700-მდე ადამიანმა წვერი გაიპარსა. ხალხმა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც სოფლის უხუცესმა ბრძანა, რომ მაიმუნის სიკვდილი სოფლისთვის არ არის კარგი ნიშანი.

იმის შიშით, რომ ცხოველის სიკვდილს შეიძლება უბედურება მოეტანა, სოფლის მცხოვრებლებმა დაკრძალვის ცერემონია გამართეს და მაიმუნს ინდური რიტუალების თანახმად კრემაცია ჩაუტარეს. ამის შემდეგ რამოდენიმე ადამიანი ინდუსებისთვის წმინდა ქალაქ ხარიდვარში გაემგზავრა, რათა ცხოველის ფერფლი მდინარე განგში ჩაეყარათ.

გლოვის ცერემოიალს ტაძართან
ახლოს მდებარე ოთხი სოფლის მცხოვრებლები დაესწრნენ. ცნობილი გახდა, რომ ცერემონია კვირას გადაიტანეს, რათა სკოლის მოწაფეებსაც
შეძლებოდათ მასში მონაწილეობის მიღება. გასვენების ორგანიზაციაში 150 ათასი რუპია (2.5 ათასი დოლარი) დაიხარჯა.

ინდუიზმში მაიმუნები წმინდა არსებებად ითვლებიან. მაიმუნისმაგვარი ღვთაება ხანუმანი ინდუიზმში ძალიან პოპულარულია. იგი ითვლება როგორც სოფლის ცხოვრების მფარველად, ასევე მეცნიერების მასწავლებლად.


mancho38
)))) უცნაური ხალხია რა....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?