სოფელი ნიგვზიანი ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედო ზონად გამოცხადდა
სოფელი ნიგვზიანი ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედო ზონად გამოცხადდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანში შინაური პირუტყვი ცოფით დაავადდა. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის 2014 წლის 12 ნოემბრის #270-ე განკარგულების საფუძველზე, ნიგვზიანი ცოფის მხრივ, არაკეთილსაიმედოდ, ხოლო მისი მიმდებარე ტერიტორია (2-3 კმ რადიუსი) დაავადების მხრივ, საშიშროების ქვეშ მყოფ ტერიტორიად გამოცხადდა.

განკარგულების საფუძველზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ უნდა უზრუნველყოს დაავადების არაკეთილსაიმედო კერაში და ცოფის მხრივ საშიშროების ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე დაავადების საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების გატარება. ასევე, იმუნურ-ბუფერული ზონის შექმნის მიზნით, ცოფის კერის ირგვლივ აუცილებელია, გატარდეს ცოფის ყველა ამთვისებელი ცხოველის იძულებითი რკალური პროფილაქტიკური ვაქცინაცია (2-3კმ
რადიუსით).

აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის ტერიტორიაზე დაწესდა შეზღუდვა და შესაბამისი სამსახურების მიერ,
კანონით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებები ტარდება.

ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელ, ირაკლი გუჯაბიძის განცხადებით, ცოფი შინაურ პირუტყვს, ძროხას დაემართა.

"შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და ამ ეტაპზე საშიში არაფერია", - აღნიშნა ირაკლი გუჯაბიძემ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?