ვეფხვების მიერ დაზიანებულ ქალს ზედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა
ვეფხვების მიერ დაზიანებულ ქალს ზედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა
თბილისის ზოოპარკში ვეფხვების მიერ დაზიანებულ გულიკო ჭიტაძეს ზედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. ექიმებმა ქალბატონს ქვედა კიდური შეუნარჩუნეს.

თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმციის თანახმად, 26 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო ჭიტაძე ვეფხვმა დააზიანა. ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ის ცხოველის ვოლიერის გისოსებთან, მომვლელების სამუშაო ზონაში იმყოფებოდა.
Zooclub
"სამწუხაროდ, ვეფხვებმა ვოლიერის შიგნიდან შეძლეს გისოსებს გარეთ მყოფი მომვლელის დაზიანება. დაზარალებული სხეულისა და კიდურების მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამჟამად საოპერაციოში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით დაზუსტებით იმის თქმა,
თუ რამ გამოიწვია ცხოველების გაღიზიანება, შეუძლებელია. ქალბატონი გულიკო 25 წელზე მეტია თბილისის ზოოპარკში მუშაობს. მისი
უშუალო დახმარებითა და მონაწილეობითაა გაზრდილი თბილისის ზოოპარკის არაერთი ბინადარი, მათ შორის ის ვეფხვებიც, რომელთა ვოლიერთანაც მოხდა დღევანდელი ინციდენტი. ინფორმაციას ქალბატონი გულიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენი გვერდის საშუალებით გაცნობებთ", - აღნიშნულია ზოოპარკის განცხადებაში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?