სკოლის ერთ-ერთი თანამშრომლის, ზურაბ ლაცაბიძის ინფორმაციით, ზოოპარკის ადმინისტრაციასთან დაკავშირება ჯერ ვერ შეძლეს.
"სამი დღის წინ დავიჭირეთ არწივი და სკოლაში გვყავს გამოკეტილი. ძალიან დიდია. თავიდან არაფერს ჭამდა, მაგრამ ახლა ჭამაც დაიწყო. 112-ში დავრეკეთ და ზოოპარკის ტელეფონის ნომერი მოგვცეს, თუმცა, მესამე დღეა, არავინ გვპასუხობს. ვფიქრობთ, წყალდიდობის დროს გამოფრინდა თბილისიდან", -აღნიშნა ზურაბ ლაცაბიძემ.