თბილისის ზოოპარკში კეთილშობილი ირემი დაიბადა
თბილისის ზოოპარკში კეთილშობილი ირემი დაიბადა
სტიქიის, თავს დამტყდარი უბედურებისა და ნგრევის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა.

30 ივნისს თბილისის ზოოპარკში მდედრი კეთილშობილი ირემი დაიბადა. მისი დედა აზერბაიჯანიდან ჩამოყვანილი კეთილშობილი ირემია. პატარას პირრა დაარქვეს. ეს სახელი მითოლოგიური და გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის მიერ მოვლენილი წარღვნის შემდეგ გადარჩნენ მხოლოდ მამრი - დევკალიონი და მდედრი - პირრა. სწორედ მათ დაუდეს სათავე ადამიანების ახალ რასას.

“ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი პირრაც ახალი ზოოპარკის შექმნის საწყისი ნიშანი იქნება…”, - იუწყება თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ზოოპარკის “ფეისბუქის” გვერდზე.

კეთილშობილი ირმის დაბადება, კონსერვაციული თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია და სასიხარულო.

სწორედ კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამას
ახორციელებს თბილისის ზოოპარკი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად (GIZ). აღდგენის პროგრამა მოიცავს კონსერვაციის გეგმის შემუშავებას, ირმის ტყვეობაში გამრავლებასა და საბოლოოდ მის რეინტროდუქციას (ხელახლა გაშვება) ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში. ამ პროექტის ფარგლებში თბილისი ზოოპარკს სექტემბრის თვეში ეწვევიან იტალიელი მეცნიერები სანდრო ლოვარი და ლუკა როსსი, რომლებიც მთის ჩლიქოსნების საუკეთესო სპეციალისტები არიან. სწორედ მათი რჩევებითა და რეკომენდაციებით განხორციელდება კეთილშობილი ირმის აღდგენა საქართველოში, რასაც ზოოპარკში დაბადებული პატარა პირრა ჩაუყრის საფუძველს.

კავკასიური კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus maral) საქართველოში გავრცელებული ჩლიქოსნებიდან ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი სახეობაა. იგი გადაშენების პირასაა და საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფება (CR). 2013 წელს დაფიქსირებული ზრდის ტენდეციის მიუხედავად, ირმის პოპულაცია მაინც უკიდურესი საფრთხის წინაშე დგას. ამის გათვალისწინებით, ირმის პოპულაციის აღდგენა მის ისტორიულ არეალში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს საქართველოში.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?