სამართალდამცავი უწყების ცნობით, ჩრდილოეთ დაკოტელი მამაკაცი, სკოტ სტოკერტი თეთრი სახლის ლიდერის შინაური ცხოველის მოპარვას ცდილობდა. ვაშინგტონის პოლიციამ სტოკერტის ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღი და მაჩეტე აღმოაჩინა.
დაკავებისას ეჭვმიტანილმა პოლიციას განუცხადა, რომ ის აშშ-ის ექსპრეზიდენტის, ჯონ კენედისა და მსახიობ მერილინ მონროს შვილია.