თბილისის ზღვის მიმდებარედ, ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე, დათვებისა და მგლების ვოლიერის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
თბილისის ზღვის მიმდებარედ, ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე, დათვებისა და მგლების ვოლიერის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ზოოპარკის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ზოოპარკის ახალ ტეროტორიაზე გამოცხადებული ტენდერის შესახებ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ბევრი კომპანია რეკავდა და ინტერესდებოდა, ამიტომ ჩვენი გვერდის მეშვეობით გატყობინებთ, რომ დღეს, 7 მარტს, გამოცხადდა ტენდერი თბილისის ზღვის მიმდებარედ, ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე, დათვებისა და მგლების ვოლიერის მშენებლობაზე. ამ ვოლიერების მშენებლობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ)) მიღებული გრანტის ფარგლებში ხორციელდება.
ტენდერის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონული შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე: www.spa.ge".
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?