4 აპრილს ბუკიას ბაღში უსაყვარლესი მეტისის ლეკვები გაჩუქდებიან
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 4 აპრილს ბუკიას ბაღში მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოყვანილი
გასტერილებული, იდენტიფიცირებული და ვაქცინირებული ლეკვების გაჩუქების აქციას მართავს. ღონისძიება მიძღვნილია უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღისადმი, რომელსაც მსოფლიო 2011 წლიდან ყოველ 4 აპრილს აღნიშნავს.
გაჩუქების აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობადი სახეები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოხალისეები, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და მოქალაქეებს გაეწევათ სხვადასხვა სახის კონსულტაცია ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვისა და ჰუმანური მოპყრობის დანერგვის მიმართულებით, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ცხოველების პოპულაციის მართვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
4 აპრილს უსაყვარლესი ლეკვები თქვენ, თავის ახალ, მზრუნველ და ყველაზე მოსიყვარულე პატრონებს დაგელოდებიან!გელით ბუკიას ბაღში!