სახალინზე ყინულში მომწყვდეული ვეშაპები გადაარჩინეს (+ვიდეო)
სახალინზე ყინულში მომწყვდეული ვეშაპები გადაარჩინეს (+ვიდეო)
სახალინზე ყინულში მომწყვდეული ოთხი ვეშაპის გადარჩენის ოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 20 აპრილს გავრცელდა.

“ყინულის ტყვეობაში დარჩენილი ბოლო ვეშაპი წარმატებით მიიყვანეს სუფთა წყლამდე და ის ღია ზღვაში შეცურდა”, - ნათქვამია 20 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში. დანარჩენი სამი ვეშაპი წინა დღეს, 19 აპრილს გაათავისუფლეს.

ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ტურისტული და დაივინგ-კლუბების წარმოამდგენლებმა, ზღვის ცხოველების სპეციალისტთა ჯგუფმა, ასევე ვეტერინარმა. თევზსაჭერმა კომპანიამ ისინი სამუშაო ტერიტორიით უზრუნველყო.

იმის შესახებ, რომ სახალინის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, სოფელ სტაროდუბსკოეს რაიონში ყინულმა ოთხი ვეშაპი მიიმწყვდია 19 აპრილის დილას
გახდა ცნობილი და სამაშველო ოპერაცია დაიწყო.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: "მაშველები ყინულებში მომწყვდეული ვეშაპების განთავისუფლებას
ცდილობენ"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?