დახოცილი კნუტები და ლეკვები - რა ხდება ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში? (+ფოტო)
დახოცილი კნუტები და ლეკვები - რა ხდება ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში? (+ფოტო)
ბათუმის ცხოველთა თავშესაფარ „სევერის“ ტერიტორიაზე, ქალაქის მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა რაულ ხალვაშმა და ზაირა ნადირაშვილმა დახოცილი კნუტები და ლეკვები დააფიქსირეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ მასალას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ZooClub.ge ფოტოების ავტორებს დაუკავშირდა და გაარკვია, როდის და რა ვითარებაში გადაიღეს მათ ცხოველთა თავშესაფარი:

ზაირა ნადირაშვილი:

“24 ივლისს სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ცხოველთა თავშესაფარში, იპოდრომზე ცხენებზე საჯირითოდ ვიყავით მე და ჩემი შვილები, შემდეგ გავისეირნეთ და გადავწყვიტე, იქვე არსებულ ცხოველთა თავშესაფარში ბავშვებს ვაჩვენებდი კნუტებსა და ლეკვებს. ვერ წარმომედგინა, რომ ეს სურათი დამხვდებოდა. კატასტროფული მდგომარეობა იყო.
საკვები რომ არ ჰქონდათ ცხოველებს და ჭურჭელი დაობებული იყო ეს არაფერი, გარდაცვლილი კნუტები და ლეკვები
ცოცხალ კნუტებთან ერთად იყვნენ ერთ გალიაში მოთავსებული. ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე იმ დღეს იმიტომ, რომ დაცვის გარდა არავინ იყო ადგილზე. 3 დღის მერე ისევ მივბრუნდი, ჩემს მეუღლეს ვთხოვე, იქნებ გამომყვე და შენც ნახო მეთქი. უფრო უარესი მდგომარეობა დამხვდა, რადგან მკვდარი ცხოველები უკვე გახრწნილი იყო“, - აღნიშნა ზაირა ნადირაშვილმა.

რაულ ხალვაში:

“სპეციალურად მივედით მესამე დღეს, დაგვაინტერესა ამჯერად რა სურათი დაგვხვდებოდა, მაგრამ არანაირი ცვლილება არ ყოფილა. მკვდარი კნუტები და ლეკვები იყვნენ იმ გალიებში, სადაც ცოცხალი ცხოველებიც ცხოვრობდნენ. საკვები არ ჰონდათ, არც წყალი, მოუვლელი და საშინელი მდგომარეობა იყო. რადგანაც რეაგირება არ იყო, გადავწყვიტეთ, სოციალური ქსელით გაგვევრცელებინა ინფორმაცია. გუშინ ავტვირთეთ ფოტოები და დღეს უკვე ყველა მედია საშუალება გვირეკავს. უბრალო მოქალაქეები ვართ, რომლებსაც გვიყვარს ცხოველები და ამ ფორმით ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადეთ“, - აღნიშნა რაულ ხალვაშმა.

„სევერის“ მთავარი ექიმი ეკატერინე კუპატოვა არ უარყოფს, რომ თავშესაფარში ცხოველების გარდაცვალება ფიქსირდება. განმარტავს, რომ თავშესაფარში ძირითადად ქუჩიდან აყვანილი ძაღლები ხვდებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ხშირ შემთხვევაში გართულებულია:

”ჩვენთან ცხოველი შემოდის ქუჩიდან, საკანალიზაციო ჭებიდან და სარდაფიდან ამოყვანილი. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა გაუბედურებულ მდგომარეობაში მყოფი ცხოველები კვდებიან. არის სიტუაციები, როცა უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ვაძინებთ, ან გადასხმებს ვუკეთებთ და ვმკურნალობთ. გააჩნია ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობას. აქ ნახეს პროვოკაციული სიტუაცია, რასაც ნებისმიერი შეიძლება შეესწროს. ფოტოებზე ჩანს, რომ იატაკი გასუფთავებულია, ცხოველები რომ კვდებიან ამას არც უარვყოფთ. ვოლიერები დღეში ორჯერ სუფთავდება და მაქსიმუმ ორი საათი თუ შეიძლება გარდაცვლილი ცხოველი დარჩეს ვოლიერში. ბათუმში ჩამოსულმა რუსმა ბიზნესმენმა როცა ნახა, რომ რთული მდგომარეობა იყო ცხოველების თავშესაფრის არარსებობის გამო, გამოყო თანხა და გააკეთა ეს თავშესაფარი. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერიც მოვიგეთ და გვაქვს დაფინანსება“, - აღნიშნა ”სევერის” მთავარმა ექიმმა ეკატერინე კუპატოვამ.

ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი გაკვირვებულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალის გამო. მისი განმარტებით, მერიის ზედამხედველობის სამსახური კვირაში ორ-სამჯერ ამოწმებს თავშესაფარს და მათ მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ:

”მერიის ზედამხედველობის სამსახური კვირაში ორ-სამჯერ ამოწმებს ამ თავშესაფარს. ჯერჯერობით ჩვენ არავითარი პრობლემები არ გვქონია, კომპანია კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობას, ყველაფერი არის წესრიგში და დღეს ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ მე თვითონაც შევამოწმე. ამ ფოტომასალის ავთენტიურობა დასადგენია. თავშესაფარი ძირითადად უმკლავდება ქალაქის ფარგლებში არსებული უპატრონო ცხოველების მოვლას“, - აღნიშნა ალექსანდრე მითაიშვილმა.

კომპანია „სევერს“ მერიის 240 000 ლარიანი ტენდერი აქვს მოგებული.


ნინო ხოზრევანიძე - სპეციალურად ZooClub.ge-სთვის


იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
!!!!!!!!
ბავშვებს და მოხუცებს მიხედეთ! ადამიანები შვილებს წამალს და საკვებს ვერ ყიდულობენ, სწავლა განათლებას ვერ აძლევენ, უსახსრობის გამო... ჯერ ადამიანი უნდა იყოს ქვეყანაში პრიორიტეტი და მერე ცხოველები / კატები და ძაღლები/ .
გოგა ჯინჭარაძე
დიდი სიამოვნებით გიტირებდით სატირალს რააააა!!!!!!!!!!!!!
გოგა ჯინჭარაძე
უკეთეს პირობებში რო გყავდეთ ეს უბედური ცხოველები არა>? რაიყო რამ გაგამწარათ ეგრე>? ასე რომ დაგაგდოთ და გაშიმშილოთ ხომ ხართ ღირსები ყველა პერსონალი უფროსობის ჩათვლით აააა>? ვინ გამუშავებთ ეგეთ ადგილას რომელი დებილი გაძლევთ მაგის უფლებას>? თუ ვინმეს ზედმეტი კითხვები გაქვთ მომმართეთ 592-03-83-03 გოგა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?