საქართველოში კატების ერთადერთი თავშესაფარი იხურება! მის ბინადრებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ! (+ფოტო)
საქართველოში კატების ერთადერთი თავშესაფარი იხურება! მის ბინადრებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ! (+ფოტო)
2015 წლის დეკემბერში, Zooclub.Ge ”ფისომოყვარულთა კლუბის” შესახებ წერდა, რომლის დამსახურებითაც თბილისში, საქართველოს ისტორიაში პირველად, კატების თავშესაფარი გაიხსნა.

კატების თავშესაფარი 2015 წლის აგვისტოში ”ფისომოყვარულთა კლუბის“ ინიციატივით დაარსდა და ბევრი კატის ბედნიერი ცხოვრება უზრუნველყო, თუმცა, შენობაში, სადაც თავშესაფარი ფუნქციონირებდა, მეზობლების უკმაყოფილების გამო დღეს დახურვის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

თავშესაფარი დღემდე ნათხოვარ ფართშია განთავსებული და შემოწირულობებით არსებობს .

"ფისომოყვარულთა კლუბის“ თავმჯდომარის, ნინი რთველიაშვილის განცხადებით, მათ ისედაც იცოდნენ, რომ ფართში მუდმივად ვერ იქნებოდნენ, თუმცა მათი გასახლება "კეთილისმსურველმა“ მეზობლებმა დააჩქარეს.

შედეგად, თავშესაფრის წარმომადგენლებმა ბინადრების აქტიურად გაჩუქება
დაიწყეს. ცამეტი კატა ჯერ კიდევ გასაჩუქებელია, რომელთა ფოტოებსაც გალერეაში შემოგთავაზებთ.

"ბოლო ორი თვეა, უკვე აღარ
ვიღებთ ახალ ბინადრებს და გაჩუქებაზე ვართ გადართული, რადგან ეს კატები ისე გვყავს გაზრდილი, რომ ქუჩა საერთოდ არ უნახავთ. ოცდაათზე მეტი კატა გვყავდა მთლიანად, მაგრამ ახლა ათიღა დაგვრჩა, - აცხადებს ნინი რთველიაშვილი.
მისი თქმით, ამ საქმიანობის გაგრძელების სურვილი ისევ აქვთ, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა კატებისა და კნუტების დახმარებაზე: - ზოგს გაჩუქება უნდა, ზოგს შეფარება, ზოგს მეზობლებთან აქვს პრობლემა და ტელეფონი მთელი დღე არ ჩერდება, - აცხადებს ნინი, - თუმცა, ახლა უკვე ვეღარ ვიღებთ ახალ კატებს, ძველი ბინადრებიც შემფარებლებთან არიან განაწილებულები, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ.

თავშესაფრის ბინადრების უმეტესობა შემოვიდა მძიმე დაზიანებებით. არიან ძალადობის მსხვერპლებიც. მათ უკვე გაიარეს რეაბილიტაცია როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური, თუმცა, სულ მალე ისინი ქუჩის პირისპირ აღმოჩნდებიან უსუსურები, რადგან ისევ იმ საფრთხეებში დაბრუნება მოუწევთ, საიდანაც მოხვდნენ ჩვენს თავშესაფარში..

ერთი წელი და 3 თვე ვიარსებეთ შემოწირულობებით, ყელანაირი ანაზღაურების გარეშე. ორასამდე ფისოს ვუმასპინძლეთ. უმეტესობა მათგანი უმძიმესი დაზიანებებებით და ავადმყოფობებით მივიღეთ. ყველა,ვისი გადარჩენაც მოხერხდა დაბინავებულია ოჯახებში. ბოლო ცამეტი ფისო ელის თავის მოსიყვარულე პატრონს.

ფართი უანგაროდ გვქონდა დათმობილი მთელი ეს პერიოდი. თუმცა, ყველამ ვიცოდით რომ ეს დროებითი იყო. ჩვენ "გასახლებას" ხელი შეუწყო "კეთილმოსურნე" მეზობლების აქტიურობამ. დიახ, ჩვენ ვტოვებთ ფართს და დავიწყებთ ბრძოლას ახალი თავშესაფრისთვის. ფისოების თავშესაფრის აუცილებლობას ამტკიცებს ჩვენთან შემოსული ზარები და წერილები დახმარების თხოვნით. გადარჩენილი და დაბინავებული ფისოები კი გვიძლიერებენ რწმენას ამ საქმისთვის საბრძოლველად. ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა ამ ქვეყანაში, მაგრამ ღირს.

რეკვიზიტები იგივეა. ჩვენი ტელეფონის ნომრები: 593330988 595855999, - აცხადებს ნინი რთველიაშვილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub-თვის.
გალერეა
ცირიკო, 4 თვის, სტერილიზაციის გარანტიით.
ბიჭიკო, 5 თვის, კასტრაციის გარანტიით
ჰაკუ 4 თვის, კასტრაციის გარანტიით
ბობი, 2 წლის, კასტრირებული
სანდრო, 1 წლის, კასტრირებული
ნიუ 1 წლის, კასტრირებული მამრი
ინგა 1 წლის, სტერილური
ცირა ერთი წლის, სტერილური
მია 1 წლის, სტერილური
თიკო, 1 წლის, სტერილური
ზუზუ 2 წლის, ხვადი, კასტრირებული
ჯუდი, 1 წლის, სტერილური
ლილიანა, 1 წლის, სტერილური
manana-sh
ნინი, მეც ,,შავ" დღეში ვარ, ამ ზაფხულს ქუჩაში გადაყრილი კნუტები გავზარდე მაგრამ რა გინდა, 2 ძლივს გავაშვილე, 16 კატა მყავს (კნუტებზე აღარ ვლაპარაკობ), ზოგი უკვე სამი წლისაა, ეხლა კიდევ საცოდავი მშობიარე კატა მივიყვანე, ბედი არ გინდა? 4 კნუტი გააჩინა. ზამთარი ახლოვდება და კატა, რომელიც სახლის პირობებში იზრდება, ქუჩაში მოკვდება! ამხელა ქალაქში 10 კატა რა გახდა რომ იშვილონ? სადარბაზოში ერთი თბილი კუთხე რომ მოუწყონ არა? კატა სუფთა ცხოველია, ჭამითაც ცოტას ჭამს, სამაგიეროდ სადარბაზოში ვირთხები და თაგვები აღარ იქნებიან, გთხოვთ ნინის დაეხმარეთ და ნუ გაწირავთ ქუჩისთვის ამ კატებს!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?