ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც მამაკაცს მოკლული კატა უჭირავს, განცხადება ვრცელდება
ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც მამაკაცს მოკლული კატა უჭირავს, განცხადება ვრცელდება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს საფუძველზე, რომელშიც მოქალაქეს უჭირავს მოკლული კატა (გარეული ველის კატა) და ტყის ქათამი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება და ფოტოს ავტორს ჩამოართვეს ახსნა-განმარტება. მოქალაქე აცხადებს, რომ ნადირობის შედეგად მოიპოვა ორი ერთეული ქათამი, ხოლო კატის მოკვლის ფაქტს უარყოფს და მისი განცხადებით, მოკლული კატა გზად სახლში
დაბრუნებისას აღმოაჩინა და გადაიღო ფოტო.

Zooclub

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა სანადირო თოფის სარეგისტრაციო
მოწმობა და გადამფრენ ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დაილუქა სანადირო თოფი. ჩამოერთვა ორი ცალი ტყის ქათამი და გარეული (ველის) კატა. შედგა შესაბამისი აქტი და ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.

წყარო: allnews.ge
თენგო
რა ამბავია ასეთი კომენტარები,შვილმა დედის გულღვიძლი რომ მოხარშა და მეგობრებთან ერთად შეჭამეს,იმაზე არ გაგიკეთებიათ ასეთი კომენტარები.თუ ამ კატის სიკვდილმა უფრო იმოქმედა თქვენზე.
gg -s
მართალს ბრძანებთ და ვღებულობ თქვენს შენიშვნას, მაგრამ რა ვქნა, ჯერ ისედაც ტანჯვით სავსე მოკლე წუთისოფელი აქვთ ამ საბრალო ცხოველებს და ისიც წავართვათ? ფისო
gg
რამ გაგაბოროტათ თქვე დალოცვილებო? ეს წყევლა პრადვინუტობას გმატებთ თუ ამ კატას აცოცხლებს?
არაკაცს
იმედია, მოგეწევა მაგ კატის ცოდვა და მწარედ ზღავ!შენ სხვა შინაური კატებიც გეყოლება მოკლული
!!!
ამ კატის სული ამ არაკაცას არასოდეს მოასვენებს, 100 წელს იცოცხლებს და ტანჯვაში!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?