პუტინმა იაპონელი ჟურნალისტები გააფრთხილა, რომ იუმე მკაცრი ძაღლია (+ვიდეო)
პუტინმა იაპონელი ჟურნალისტები გააფრთხილა, რომ იუმე მკაცრი ძაღლია (+ვიდეო)
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იაპონელ ჟურნალისტებთან ინტერიუზე აკიტა-ინუს ჯიშის ძაღლი, სახელად იუმე, მიიყვანა. მას იუმე 2012 წელს აჩუქეს. აღსანიშნავია, რომ მისი ოთხფეხა მეგობარი ძალიან მკაცრია და ყოველთვის იცავს თავის პატრონს.

"მითხრეს, რომ იუმეს ნახვა გსურდათ. კი ბატონო, ნახეთ. მე ის გაგაცანით. ის შესანიშნავ ფორმაშია", - გააცნო პუტინმა იაპონური ტელეკომპანია ”ნიპპონისა” და გაზეთ ”იომიურის” ჟურნალისტებს თავისი ძაღლი.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები ცოტა შეშინდნენ და გაუკვირდათ, რომ შეხვედრის დასაწყისშივე მათთვის ძაღლი უნდა გაეცნოთ.

Zooclub

"სწორედაც მოიქეცით, რომ შეგეშინდათ, რადგან ის მკაცრი ძაღლია. ძალიან
ბევრი ხალხია აქ, კამერებია ჩართული, განათებაა, ფოტოაპარატები ჩხაკუნობენ და იუმე მცველის ფუნქციას ასრულებს", - დაამატა
რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ აკიდა-ინუს ლეკვი იუმე იაპონიამ პუტინს 2012 წელს აჩუქა. საპასუხოდ პუტინმა ჩრდილოეთ პრეფექტურის გუბერნატორ აკიტა ნორიხისი სატაკეს ციმბირული კატა აჩუქა.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?