ბრაკონიერების მიერ დაჭრილი შველი მოკვდა (+ვიდეო)
ბრაკონიერების მიერ დაჭრილი შველი მოკვდა (+ვიდეო)
ბრაკონიერების მიერ დაჭრილი შველის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, შველი მიყენებული ჭრილობების შედეგად მოკვდა.

ბრაკონიერობის ფაქტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაფიქსირდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიბრაკონიერული ღონისძიების დროს, რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს.

თოვლზე კვალის მიხედვით, შველი, სავარაუდოდ, ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია. შემთხვევა ჩითახევის ტერიტორიაზე მოხდა.

რეინჯერებმა შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადმოიყვანეს.

იხილეთ ვიდეო
es ase iqneba!
ამ შველის ცოდვა მის მოდგმას არ მოასვენებს, საყვარელ ადამიანებზე გადაუხდის, ეს ესე იქნება!
bebe
საღოლ ქართველებო, ფუი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?