ძაღლის ხსოვნის საპატივცემულოდ, მან შემთხვევის ადგილზე მიიტანა საბმელი, რომელიც მის პირველ ძაღლს ების ეკუთვნოდა. მარკუსმა ნივთი ორ სანთელთან და ძვლის ფორმის საკვებთან ერთად ინციდენტის ადგილზე მოათავსა, ხოლო შემდეგ ამ პატარა მემორიალის ფოტოები
ამის შემდეგ, მარკუსი ირლანდიის საქველმოქმედო ორგანიზაცია "Dogs Aid"-ს დაუკავშირდა. მათი თქმით, ძაღლს იგგი ერქვა და ის მაშველი იყო.
დიზაინერს ასევე დაუკავშირდნენ იგგის მფლობელები, რომლებმაც მემორიალის შექმნისთვის მამაკაცს მადლობა გადაუხადეს.
"ის ჩვენი ოჯახის წევრი იყო. ჩვენთვის ძალიან რთულია, მივიდეთ იმ საშინელ ადგილზე, სადაც იგგი დაიღუპა. ის იყო მაშველი. მას არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია", - ამბობს ძაღლის პატრონი.
დღეს იგგის მემორიალთან ადამიანებს მიაქვთ ყვავილები, სანთლები, ძაღლის სათამაშოები... ამ ნივთების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.