"მოვა დრო და შევხვდებით ჩვენს შინაურ ცხოველებს საიქიოში. სამოთხე ყოველთვის ღიაა იმ სულიერი არსებებისთვის, რომლებიც ღმერთმა შექმნა", - ამბობს კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი.
ფრანცისკოს ხედვა სრულიად განსხვავდება მისი წინამორბედებისგან. განსაკუთრებით კი ბენედიქტ XVI-ს სიტყვებისგან, რომელმაც 2008 წელს განაცხადა, რომ ცხოველის სიკვდილი ნიშნავს "მიწიერი ცხოვრების დასასრულს", ამას დაერთო მოსაზრებაც, რომ ცხოველებს სული არ გააჩნიათ.
ფრანცისკეს მსგავსად, იოან პავლე მეორეც (264 პაპი, 1978-2005)
დღევანდელი პაპის სიტყვებს ცხოველთა დამცველები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, მათ შორის იყო ერთ-ერთი ორგანიზაცია "Humane Society"-ი. ამ აღიარებას მოყვება არაერთი განაცხადი, რომლებიც ადამიანების ცხოველებზე დამოკიდებულებას შეეხება, კერძოდ კი, საკვებად ცხოველის ხორცის გამოყენებას.