რუსთავში მამაკაცმა პნევმატური იარაღით ერთი ლეკვი მოკლა და ერთი დაჭრა
რუსთავში მამაკაცმა პნევმატური იარაღით ერთი ლეკვი მოკლა და ერთი დაჭრა
რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. ბალანჩივაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცმა პნევმატური იარაღიდან გასროლით ერთი ლეკვი მოკლა, მეორე კი დაჭრა. ფაქტთან დაკავშირებით ბალანჩივაძის ქუჩის მცხოვრებლებმა პოლიციასა და ცხოველთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეატყობინეს და მამაკაცის კანონის ფარგლებში დასჯა მოითხოვეს.

ორგანიზაცია ”ცხოველთა მეგობრების“ ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, ბალანჩივაძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციაში წუხელ გამოიკითხნენ თვითმხილველები, დილიდან კი ჩატარდა ძაღლის მიმკედლებელი პირის გამოკითხვა.

დაჭრილი ლეკვი ღამით მიიყვანეს ვეტერინართან და მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

შსს-ს განცხადებით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის
საქმე 259-ე მუხლით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რუსთავში ცხოველის მიმართ სასტიკი
მოპყრობის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

პროკურატურამ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს.

„რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ორ ფაქტზე რ. მ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 და 27 ივნისს, რ. მ.-მ ქალაქ რუსთავში მდებარე გ.თ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის წინ არსებულ შემოღობილ ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის ცხოველებს - ლეკვებს პნევმატური იარაღით მიაყენა ჭრილობები, რამაც ერთი ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.
პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და რ.მ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამოსასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე“, - აცხადებენ უწყებაში.
ia
რუსთავში რა ჯანდაბა ხდება, რამდენი შემთხვევა უნდა მოხდეს, რა სირცხვილია.
kora
შენ ზრდასრულო მხეცო კაცო, შვილები როგორ უნდა აღზარდო ნორმალური, წესიერი. ალბათ ისინიც შენ დაგემგვანებიან, სწორედ შენი შვილების უნდა გეშინოდეს, ველურო....
ლინა
გეშინოდეს საზიზღარო კაცო, ან სამართალდამცავების ან ღმართის. ცხოვრება არ გაპატიებს ამ ბოროტებას.
neka
ცხოველი თუ არ გიყვარს, არც გეცოდება, მაშინ შენ უბედური, მანიაკი კაცი ხარ.
juna
რუსთაველებო! რა ველურობა გჭირთ, რა არაადამიანი უნდა იყო , რომ ლეკვს ასე მოექცე. ჯალათი კაცი უნდა დაისაჯოს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?