არსამთავრობო ორგანიზაცია ”ცხოველთა მეგობრების“ ხელმძღვანელის განცხადებით, რუსთავში, მეცხრამეტე მიკრორაიონში ლეკვს ფეხები დააჭრეს და პატრონს კართან მიუგდეს.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში ბოლო ორ თვეში ცხოველის წამების მეხუთე ფაქტია დაფიქსირებული. წინა შემთხვევებში ინციდენტში მონაწილე პირებს აღმკვეთი ღონისძიების მაგივრად გირაო შეუფარდეს.