გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხელვაჩაურში მოქალაქის მიერ ნაპოვნი შველი ნახეს. ცხოველს გარეგნულად დაზიანება არ აღენიშნებოდა.
დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შველი მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და ველურ ბუნებაში გაუშვეს.