აქცია მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამეცნიერო კუთხის ორგანიზებით გაიმართა.
სასახლის ბაღში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო "Professional Legal Consulting"-ის დირექტორმა დავით ბიჭიკაშვილმა, საპატრიარქოს ფონდის - "გაამწვანე საქართველო"-ს
აქციაზე სიტყვით გამოვიდა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე, რომელმაც გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის აღსაზრდელებს და მეცნიერებათა კუთხის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა - "ეს დასაფასებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან სწორედ აქედან იწყება სამშობლოს, ქვეყნის და ქალაქის სიყვარული."
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა, რადგან ჩვენ თუ არ დავეხმარებით გარემოს და არ დავიცავთ ცხოველებს, შესაბამისად ეკოლოგიური მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ვეღარაფერი გაუმკლავდება მის დაცვას. ბავშვებმა გააკეთეს ნამუშევრები, გამოძერწეს სხვადასხვა ცხოველები. ჩვენი მოსწავლეების სურვილი იყო, რომ იმ ფრინველებისთვის, რომლებიც ზამთარში ჩვენთან რჩებიან, საკვებურები გაგვეკეთებინა და ამ სახით დავხმარებოდით მათ", - ამბობს აქციის ორგანიზატორი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი ია გოდერძიშვილი.
აქციის დასასრულს, გამწვანების სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, სამეცნიერო კუთხისა და I კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა დარგეს ნაძვის რამდენიმე ნერგი და ფრინველებისთვის ხეებზე დაამაგრეს ბუდეები.
დღეიდან ბაღში მიკედლებული "ცუგო" თავის ახალ სახლში თბილად დაიძინებს და ეს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგების და მათი აღსაზრდელების დამსახურებაა, რომლებსაც უყვართ ცხოველები და მათზე ზრუნავენ.