ცხოველთა უფლებების დამცველები კახა კალაძეს მიმართავენ და მასთან შეხვედრას ითხოვენ
ცხოველთა უფლებების დამცველები კახა კალაძეს მიმართავენ და მასთან შეხვედრას ითხოვენ
ცხოველთა უფლებების დამცველები თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავენ და მასთან შეხვედრას ითხოვენ. განცხადების ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ სსიპ "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" ფუნქციებისა და ამოცანების აცდენის გამო არამხოლოდ საერთაშორისო რეკომენდაციებსა და პრაქტიკასთან, არამედ საკუთარი დებულებით გაწერილ ფუნქცია-მოვალეობებთან.

"ცხოველთა მონიოტრინგის სააგენტო, რომლის ძირითად ფუნქციას უნდა წარმოადგენდეს უსახლკარო ცხოველების პოპულაციის მართვა, მეთოდით "სტერილიზაცია/კასტრაცია-ვაქცინაცია-უკან დაბრუნება", ამ ამოცანას არ ასრულებს. მასობრვი სტერილიზაციის პროგრამის გარეშე ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები კვლავ უმიზნოდ იხარჯება და აღნიშნული პრობლემები კვლავ გადაუჭრელად დარჩება", - ნათქვამია განცხადებაში.

ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ითხოვენ სააგენტოს
მენეჯმენტის შეცვლას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის შემოწმებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობას, როგორც თანამშრომელთა სამსახურში
აყვანის პროცესში, ისე სააგენტოსა და თავშესაფრის ეფექტური საქმიანობის სტრატეგიის შემუშავებაში.

"გთხოვთ, ამ პრობლემებზე ღიად სასაუბროდ დაგვითმოთ დრო და შეგვხვდეთ იმ მორალურად და მატერიალურად დაზარალებულ პირებთან ერთად, ვისაც რეალურად აწუხებს ცხოველების მდგომარეობა ქალაქში და არც თუ პატარა წვლილი მიუძღვის ცხოველების გადარჩენაში მოხალისეობრივ საწყისებზე", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: "ცხოველთა უფლებების კომიტეტის" თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალის" თავმჯდომარე სოფიო ჯიბუტი, "სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე სოფიო ბეროშვილი, "საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბის" თავმჯდომარე ნინო რთველიაშვილი, "ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრის" თავმჯდომარე თამარ აქუბარდია. 

წყარო:  interpressnews.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?