კომპანია Lacoste-მ მაისურებზე ნიანგის ლოგოს ნაცვლად, გადაშენების პირას მყოფი ცხოველები გამოსახა
ფრანგულმა კომპანიამ ზღვის გოჭის, კუსა და მარტორქას სასარგებლოდ ნიანგზე უარი თქვა.

სპორტული ტანსაცმლის ფრანგულმა ბრენდმა Lacoste-მ  საზოგადოებას წარუდგინა განსაკუთრებული კოლექცია, სახელწოდებით Save Our Species-ი. კოლექცია მოიცავს პოლოს სტილის მაისურებს ათი ალტერნატიული ლოგოტიპით. მათზე გამოსახულია გადაშენების პირას მყოფი ცხოველები.

მყიდველი სპეციალურად შექმნილი კოლექციის მაისურებზე, ნიანგის ნაცვლად, იხილავს კალიფორნიულ ზღვის გოჭს, კუს, ლემურს, იავურ მარტორქას, საოლას, კაკაპოს, აღმოსავლურ შავ ნომასკუს, კალიფორნიულ კონდორს, ვირჯინიულ ციკლურასა და სუმატრის ვეფხვის ლოგოებს.

მაისურების რაოდენობა დამოკიდებულია გადაშენების პირას მყოფი ცხოველთა რიცხოვნებაზე. კოლექციაში შესულია 30 მაისური ზღვის გოჭის ლოგოთი. ასევე, 67 მარტორქის მაისური.
Lacoste-მ განსაკუთრებული კოლექციის ფარგლებში 1775 სპორტული მაისური გამოუშვა.

კოლექციიდან შემოსული თანხა გადაეცემა ბუნების დაცვის საერთაშორისო
ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა 1948 წელს საფრანგეთში. მაისურის ფასი 150 ევროს შეადგენს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?