საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ვირების დასაცავად, გადაწყვიტა ზომები მიიღოს და ახალი წესები გამოაქვეყნოს. ამ წესების თანახმად, მუშა ცხოველი თავისუფლდება ვალდებულებისგან, გადაიყვანოს ტურისტი, თუ ამ უკანასკნელის წონა 100 კგ-ს აჭარბებს. გარდა ამისა, ვირის პატრონებს აეკრძალებათ ცხოველისათვის მძიმე ტვირთის აკიდება.
"მუშა ვირების პატრონები ვალდებულნი არი
სანტორინის კუნძული ცნობილია თავისი საოცარი ტურებით - კლდეებზე სიარული, რომელიც ზღვის დონიდან 400 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ზიგზაგისებრი მარშრუტის გავლა ფეხით რთული არ არის, თუმცა, ტურისტების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს, ეგეოსის ზღვის ხედი და ლამაზი გარემო ვირზე "ამხედრებულმა" იხილოს.
კუნძულს, ყოველ წელს, დაახლოებით ორი მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის (The Donkey Sanctuary) წევრებმა, რომლებმაც სანტორინი მოინახულეს, აღშფოთებულები არიან ვირებისა და ჯორების მდგომარეობით - ცხოველებს მთელი დღის განმავლობაში პატრონები მზის გულზე დგომას აიძულებენ და ტურისტების მომსახურებით ფულს გამოიმუშავებენ.
აქტივისტებმა ფოტოები გადაუღეს რამდენიმე ვირს, რომლებსაც ზურგზე შეუხორცებელი ჭრილობები აღენიშნებოდათ. საბედნიეროდ, ამ სისასტიკის წინააღმდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სწრაფად მიიღო ზომები.
ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თუ როგორ მიიღებენ სიახლეს ჭარბი წონის მქონე ტურისტები. შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა ეს დისკრიმინაციად აღიქვას, თუმცა, აკრძალვა ცხოველების უმეტესობას შეუნარჩუნებს ჯანმრთელობას და გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს.