ბრიტანელმა ბიოლოგებმა წლის საუკეთესო ფოტოები შეარჩიეს (13 ფოტო)
ბრიტანელმა ბიოლოგებმა წლის საუკეთესო ფოტოები შეარჩიეს (13 ფოტო)
დიდი ბრიტანეთის ბიოლოგიის სამეფო საზოგადოებამ ყოველწლიური ფოტო კონკურსის ფინალისტები გამოავლინა. 2018 წლის თემა "ბუნების ნიმუშები" იყო. 2500 ნამუშევრიდან კონკურსისთვის 900 ფოტო შეირჩა.

17 წლის ჯეკ ოლივმა ლეოპარდისებრი გეკონის ფოტო წარმოადგინა. ახალგაზრდა ფოტოგრაფის თქმით, ობიექტივის დანახვისას, პატარა ხვლიკი არ გაქცეულა, პირიქით, თითქოს მოსწონდა კიდეც პოზირება. ამ სურათით ჯეკმა მოიპოვა "2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოგრაფის" ტიტული.

Zooclub

შოტლანდიელმა შონ კლეიტონმა კონკურსში მეორე ადგილი მიიღო. მან ნემსიყლაპიას ფრთების მიკროფოტო წარმოადგინა. "ნემსიყლაპიას ფრთა გაფორმებულია რთული ორნამენტებით. თუ ფოტოს ახლოდან დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ბუნებაში ეს საუკეთესო ორნამენტებია.

Zooclub

17 წლის რებეკა კინმა ფოტოზე აღბეჭდა ბაყაყი, რომელიც ტბორში კვერცხების გარემოცვაშია. მისი თქმით, გარდა ბუნებრივი
ორნამენტებისა, აქ კიდევ ერთი პროცესია წარმოდგენილი - ამფიბიების სიცოცხლის ციკლის ვიზუალური სქემა.

Zooclub

იხილეთ სხვა ფოტოები, რომლებმაც კონკურსში საუკეთესო შეფასება მიიღეს.

წყარო: dailymail


გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?