რეპერი სნუპ დოგი მზად არის აიყვანოს ძაღლი, რომელიც შობა ღამეს პატრონმა გზაზე საწოლიანად დატოვა
რეპერი სნუპ დოგი მზად არის აიყვანოს ძაღლი, რომელიც შობა ღამეს პატრონმა გზაზე საწოლიანად დატოვა
უსაყვარლესი ძაღლი, სახელად სნუპი, შობა ღამეს ქუჩაში აღმოჩნდა. რთულია დავიჯეროთ, თუმცა, პატრონმა ის სტოკ-ონ ტრენტის (დიდი ბრიტანეთი) გზაზე საწოლიანად მიატოვა. მას შემდეგ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა სულისშემძვრელი ვიდეო, თუ როგორ მისდევს ცხოველი პატრონის მანქანას.

ამ ისტორიამ არა ერთი ცნობილი ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვია, მათ შორის აღმოჩნდა რეპერი სნუპ დოგი, რომელმაც ძაღლის აყვანის სურვილი გამოთქვა.

რეპერმა სევდიან ისტორიას საკუთარი კომენტარიც დაურთო: "კასა-დე-სნუპში ყოველთვის მოიძებნება ადგილი კიდევ ერთი ძაღლისთვის. თუ მას ნამდვილად სჭირდება სახლი, ჩვენსას გავუზიარებთ. არ მგონია, რომ ყოველივეს შემდეგ სნუპის "მზრუნველ" პატრონებთან დაბრუნება სურს."

გარდა ამისა, სტაფორდშიურილი ბულტერიერის ასაყვანად მზად არის ტელეწამყვანი სიუ პერკინსი და პოლიტიკური ჟურნალისტი ენდრიუ ნილი.

სნუპი დილის შოუში - "Good Morning Britain"-ში სტუმრადაც იმყოფებოდა.

Zooclub

"გული მიკვდება, როდესაც ვუყურებ, თუ როგორ მისდევს სნუპი პატრონის მანქანას. ნათელია, რომ ძაღლს უყვარს ისინი, ვინც ავტომობილში ისხნდნენ. არ ვიცი, რა ხდებოდა ამ ადამიანების თავში. მიზეზი შეიძლება ოჯახური მდგომარეობა ან სხვა რამ ყოფილიყო, მაგრამ არსებობს ორგანიზაციები, სადაც ცხოველის დატოვება შეიძლება", - ამბობს RSPCA -ის (ცხოველთა დაცვის სამეფო ორგანიზაცია) ინსპექტორი ნატალია პერეჰოვსკაია.

ამჟამად სნუპი თავშესაფარში ცხოვრობს, თუმცა, ძალიან მალე მზრუნველი ოჯახი ეყოლება.

საბედნიეროდ, ძაღლს ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნება. მომვლელების თქმით, სნუპი მოსიყვარულე და ძალიან თბილია.

წყარო: dailymail

იხილეთ ამბის დასაწყისი: მამაკაცმა თავისი ძაღლი ქუჩაში მიატოვა. ოთხფეხა არსება მთელი ძალით მისდევდა მის მანქანას
MAKO
ძალიან მიხარია ამდენი კეტილი ხალხი რომ გამოუჩნდა, ტორემ ძალიან ვინერვიულე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?