ათასობით ადამიანი ექვსი ლაბრადორის მკვლელობის წინააღმდეგია. ცხოველები მკვლევარებმა კბილის იმპლანტაციის ექსპერიმენტისთვის მოამზადეს, რათა პროცედურის ხარისხი გაუმჯობესდეს. ცხოველთა დამცველებმა შეადგინეს პეტიცია, სადაც მოთხოვნილია, აიკრძალოს ცხოველებზე ცდების ჩატარება. პეტიციას ხელს აწერს 80 ათასზე მეტი ადამიანი, რომლებიც აღშფოთებულნი არიან მკვლევართა დამოკიდებულებით ცხოველებისადმი. ძაღლებს უკვე ამოუღეს კბილების მესამედი. მომავალში მათი დაძინება (ევთანაზია) იგეგმება, რათა
უნივერსიტეტის ვიცე- პრეზიდენტის, ჰორან ლანდერმის თქმით, მათთვის რთულია, საერთო ენა იპოვონ არსებულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, დიალოგი აუცილებელია.
"ჩვენ ვთვლით, რომ ცხოველებზე ექსპერიმენტი ჯერ კიდევ აუცილებელია სხვადასხვა კვლევისთვის, რომელთა ფარგლებშიც მუშავდება მკურნალობის ახალი მეთოდები და მედიკამენტები. გარდა ამისა, ვიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს პრობლემებთან დაკავშირებით", - ამბობს ლანდერმი.
პეტიციას კვირის ბოლოს 84232 ხელმოწერა ჰქონდა. ზოგიერთმა ხელმომწერმა ძაღლების აყვანის სურვილიც გამოთქვა.
"ერთ კვირაში 84 ათასზე მეტი ხელმოწერა მოვაგროვეთ. არა ერთი ადამიანი უნივერსიტეტს წერილებს წერს, ხოლო ბავშვები თავიანთ ნახატებს აგზავნიან და ეხვეწებიან მკვლევარებს, ცხოველებს სიცოცხლე შეუნარჩუნონ. ასობით ადამიანმა ლაბრადორების აყვანის სურვილიც გამოთქვა", - ამბობს ცხოველთა დამცველი.
ცხოველთა დამცველებმა კვლევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებშიც გაავრცელეს. უნივერსიტეტის მისამართით არა ერთი ნეგატიური კომენტარი დაიწერა: "ეს ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობაა", - წერს ერთი. "უკეთესია, მომავალში უკბილოდ დავრჩე, ვიდრე ამ ლაბრადორების მკვლელობის უფლება მოგცეთ!"- წერენ სხვები.
შვედეთში დაშვებულია ცხოველებზე ექსპერიმენტი იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული შემთხვევა ნებადართულია ეთიკური ქცევის კომიტეტის მიერ, რომელიც შვედეთის სოფლის მეურნეობას ეკუთვნის. კომიტეტი მსგავს ნებართვას გასცემს, თუ მეცნიერებს კვლევის ჩასატარებლად სხვა შესაძლებლობა არ აქვთ. ცხოველთა დამცველებმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესთავაზეს ღია დებატებში მონაწილეობა, რათა გაერკვიათ, თუ რა მეთოდები იქნება კიდევ გამოყენებული არსებულ ექსპერიმენტში, თუმცა, მკვლევარები პირისპირ დიალოგს თავს არიდებენ. ძაღლები ექსპერიმენტის ჩასატარებლად იმ მიზეზით შეარჩიეს, რომ მათი პირის ღრუსა და ნერწყვის ბაქტერიები ადამიანის იდენტურია.
წყარო: mirror.co.uk