ცნობილი დიზაინერის კარლ ლაგერფილდის საყვარელმა კატამ შესაძლოა, პატრონის ქონება მიიღოს, - ამის შესახებ წერს გამოცემა "Le Figaro".
"შუპეტს საკუთარი ქონება აქვს და მე თუ რაიმე დამემართება, ადამიანი, რომელიც მას მოუვლის, ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება", - ამბობდა დიზაინერი ერთ-ერთ ინტერვიუში.
უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთში ცხოველი პრაქტიკულად ვერ მიიღებს მემკვიდრეობას, რადგან ის არ ითვლება ფიზიკურ ან იურიდიულ პირად. მსგავსი რამ შესაძლებელია მხოლოდ გერმანიაში,
მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრეობის გადაცემის შემთხვევაში გათვალისწინებულია, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ადამიანი (ლაგერფილდის შემთხვევაში, საუბარია საფრანგეთზე), არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ დიზაინერმა შესაძლოა, თავისი ქონება უანდერძა რომელიმე ფონდს ან ფიზიკურ პირს - მას, ვინც მის კატას მოუვლიდა.
შეგახსენებთ, რომ კარლ ლაგერფილდი 86 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მის ადგილს ვირჯინია ვიარი დაიკავებს. ინსტაგრამისა და ტვიტერის მომხმარებლები დიზაინერის გვერდზე მწუხარებას გამოთქვამენ და მის ფუმფულა მეგობარს უსამძიმრებენ.