გადამღებმა ჯგუფმა ვიდეო Youtube-ის საკუთარ არხზე გაავრცელა.
სრულიად შავი პინგვინი (აღენიშნება რამდენიმე შეუმჩნეველი თეთრი ლაქა) უიშვიათესი მოვლენაა.
"მსგავსი შეფერილობის პინგვინი იმდენად იშვიათია, რომ შესაძლოა ეს ინდივიდი ამჟამად ერთადერთია თავის სახეობაში", - ამბობს სერიალის რეჟისორი.
მელანიზმი - მუტაცია, რომლის საშუალებითაც ეს წყალხმელეთა ცხოველი თავისი მოძმეებისგან განსხვავებით რადიკალურად გამორჩეულია.
სწორედ მისი შეფერილობის გამო, ეს უკანასკნელი ძალიან დიდი საშიშროების წინაშეა.
სამწუხაროდ, საფრთხე მტაცებლების მხრიდან მაღალია, რადგან სამეფო პინგვინის უნიკალური შეფერილობა - სრულიად შავი ფერი, დამალვის საშუალებას არ აძლევს.
უჩვეულო გარეგნობის პინგვინის სქესი ამ ეტაპზე დაუდგენელია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ცნობილია: მან სასწაულად მოაღწია დღევანდელობამდე, რაც მეტად ღირებულს ხდის ამ სახეობებს შორის.
ასევე იხილეთ:
სახლში დაბრუნებულმა პინგვინმა ცოლს საყვარელთან შეუსწრო… მათ ნამდვილი "ბრძოლის რინგი" გამართეს
"BBC"-ის ჟურნალისტებმა ანტარქტიდაზე პატარა პინგვინები გადაარჩინეს
მამრმა პინგვინმა მდედრის გულის მოსაგებად მეტოქეს სილა გაარტყა