ტაივანში გადაშენებული ჯიქის სახეობა 30 წლის შემდეგ კვლავ აღმოაჩინეს
ტაივანში გადაშენებული ჯიქის სახეობა 30 წლის შემდეგ კვლავ აღმოაჩინეს
ქვეყანაში უამრავ უსიამოვნო ამბავთან ერთად დამაიმედებელი სიახლეებიც გვხვდება. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება 30 წლის წინ გადაშენებული ჯიქის სახეობას, რომელიც არა ერთმა ადამიანმა, ცოცხალი და ჯანმრთელი, ტაივანში შეამჩნია.

ტაივანური ბოლისფერი ჯიქი (Neofelis nebulosa brachyura), ბოლისფერი ჯიქის ქვესახეობად ითვლება. იგი მხოლოდ ტაივანის კუნძულებზე ბინადრობს.

ვინაიდან ეს სახეობა 1983 წლიდან არავის უნახავს, 2013 წელს ის გადაშენებულად გამოცხადდა.

თუმცა, გამოცემა "Taiwan News "-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტაივანელმა მეცნიერებმა ჯიქის ქვესახეობა გადაშენებულ ცხოველთა სიიდან წაშალეს მას შემდეგ, რაც 2018 წელს სოფლის მცხოვრებლებმა "მოუხელთებელი" მტაცებელი ორჯერ შეამჩნიეს.

ადგილობრივი მეტყევეები აცხადებენ,
რომ ერთზე მეტი ტაივანური ბოლისფერი ჯიქი ნახეს. მტაცებლები დარენისა და ტაიდუნის ოლქებში კლდეებზე ნადირობდნენ, ხოლო სხვა
ჯგუფი აღნიშნავდა, რომ ის თავიანთი სკუტერების სიახლოვეს შეამჩნიეს, რის შემდეგაც ცხოველი ხეზე აძვრა და გაიქცა.

Zooclub

ავსტრიის კოლეჯების გაერთიანების ასოციაციის პრეზიდენტმა და პაივანის ტომის ბელადმა კაო ჩენ ჩიმ დაადასტურა, რომ მეტყევეები სოფელ ალანიის გარშემო პატრულირებენ, რათა მტაცებლის კვალს მიაგნონ.

ბოლისფერი ლეოპარდი ტაივანის სიმბოლოა და პაივანის ტომისთვის წმინდა სულად ითვლება. ბელადის თქმით, სოფელში კრებაც ჩატარდა, რათა მომხდარის შესახებ ემსჯელათ. ასევე, მათ დაგეგმეს, თუ როგორ უნდა დაიცვან ეს სახეობა ბრაკონიერებისგან.

ამავე წლის იანვარში, ტაივანის სატყეო ბიურომ გამოაქვეყნა "გარეულ ცხოველთა დაცვის საბოლოო სია", ხოლო ტაივანური ბოლისფერი ჯიქი უწინდებურად პირველი კატეგორიის დაცვაში დატოვეს.

Zooclub

ტაივანური ბოლისფერი ჯიქი დიდი ხნის განმავლობაში იდუმალებით მოცული რჩებოდა. ისტორიული წყაროები, რომელიც მე-13 საუკუნეს მიეკუთვნება, განმარტავს, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ამ ცხოველის ტყავი საპორტო ქალაქებში, ისეთში, როგორიც არის ტაინანი, გასაყიდად მიჰქონდათ.

თუმცა, იაპონელი ანთროპოლოგის, ტორინ რიუზეს, 1900 წლის ჩანაწერების შემდეგ, არაფერია ნათქვამი, რომ ადამიანს ტაივანური ბოლისფერი ჯიქი ცოცხალი უნახავს.

ადგილობრივი 70 წლის მონადირეს ინტერვიუში, რომელიც 1986 წლით თარიღდება, დასტურდება, რომ ტაივანურ ბოლისფერ ჯიქთან შეხვედრა 1983 წელს დაფიქსირდა.

Zooclub

1990 წლიდან 1993 წლამდე  ჯიქებისა და სხვა საშუალო ზომის ცხოველების საველე კვლევა ჩატარდა. ბუნებრივი ნაკრძალის ტერიტორიაზე დამონტაჟებული იყო 400 კამერა, რომლებმაც 16 000 ფოტო გადაიღო, თუმცა, ამ სახეობის დიდი კატები არ ფიქსირდებოდნენ.

2001 წლიდან 2013 წლამდე ჩატარებულმა კვლევამ ვერც ერთი ტაივანური ბოლისფერი ჯიქი ვერ დააფიქსირა, რის შედეგადაც სპეციალისტებმა ის გადაშენებულ ცხოველთა სიაში შეიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვესახეობა 1936 წელს გადაშენებულად გამოაცხადეს, წარმოუდგენელია ამდენი ხნის განმავლობაში ის გამქრალიყო, ხოლო შემდეგ მოულოდნელად გამოჩენილიყო - როგორც რამდენიმე კვირის წინ მოხდა, როდესაც გიგანტური კუ გალაპაგოსის კუნძულებზე გამოჩნდა. ბოლოს ის 1906 წელს დააფიქსირეს და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ამიტომ, გადაშენებულად ითვლებოდა.

ასევე იხილეთ:

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები, რომლებიც ფოტოხელოვანმა ველურ ბუნებაში გადაიღო

მკვლევრებმა აღმოაჩინეს კენგურუსებრი ვირთხა, რომელიც 30 წელი გადაშენებული ეგონათ

5 ცხოველი, რომლებიც დედამიწაზე მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ და დღემდე სახეცვლილება არ განუცდიათ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?