ვეტერინარული გამოკვლევის შემდეგ, ის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე დააბრუნეს, სადაც ცხოველი ახალ გარემოს სწრაფად შეეჩვია და კვებაც დაიწყო, თუმცა, თებერვლის დასაწყისში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა: ტიხონი აღარ ნადირობდა, აღენიშნებოდა მტაცებლისთვის არადამახასიათებელი მოძრაობები და დაკარგა აქტიურობა.
5 თებერვალს დაინიშნა ტიხონის სასწრაფო ვეტერინარული გამოკვლევა, თუმცა, ვეფხვი წინა ღამეს მოკვდა.
"სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა პათოლოგანატომიურმა გაკვეთამ, მტაცებლის სიკვდილის მიზეზი დაადგინა - გადატანილი ინფექციების გამო, ძლიერი გამოფიტვა და გაუწყლოვანება, რომელიც გამოწვეული იყო ასაკთან დაკავშირებული ცვლილებითა და იმუნიტეტის დაქვეითებით", - წერია "ამურის ვეფხვების ცენტრის" განცხადებაში.