იტალიური მოდის სახლი "Prada" ნატურალური ბეწვის გამოყენებას წყვეტს
იტალიური მოდის სახლი "Prada" ნატურალური ბეწვის გამოყენებას წყვეტს
მოდის ინდუსტრიაში კიდევ უფრო იზრდება იმ წამყვანი ბრენდების რაოდენობა, რომლებიც ნატურალურ ბეწვს ხელოვნურით ანაცვლებენ. მაგალითად, ცხოველის ბეწვის წარმოებაზე უარი თქვეს მოდის სახლებმა: "Machel Kors"-მა, "Jimmy Choo"-მ და "Versace"-მ.

იტალიური მოდის სახლი, "Prada", 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში ნატურალურ ბეწვზე სრულიად უარს იტყვის, - წერია კომპანიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

"როგორც Prada Group​-ის ნაწილი Prada​, ნატურალური ბეწვის საწინააღმდეგო ალიანსთან თანამშრომლობის (Fur Free Alliance) შედეგად, ტანსაცმლის დიზაინსა და სხვა აქსესუარების შესაქმნელად ნატურალურ ბეწვს აღარ გამოიყენებს. ამ ეტაპზე ეს ეხება 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ქალების ტანსაცმლის კოლექციას", -
წერია განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ  ეტაპობრივად მატულობს კომპანიების რიცხვი, რომლებიც ეგზოტიკური ცხოველების ბეწვის გამოყენებაზე უარს
ამბობენ და მას ხელოვნური ბეწვით ანაცვლებენ.

ნატურალურ ბეწვს ბოიკოტი გამოუცხადეს არა მხოლოდ კომპანიებმა, არამედ ქალაქებმაც. მაგალითად, 2021 წელს, ლოს-ანჯელესში ამოქმედდება კანონი, რომელიც კრძალავს ნატურალური ბეწვის წარმოებასა და გაყიდვას.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?