ერთ-ერთ შემთხვევას ადგილობრივი მცხოვრები ემილიო როჯერსი გვიყვება. მან ენოტი თავის ეზოში აღმოაჩინა: "იგი კარგად ვერ მოძრაობდა. ფეხებს მიათრევდა, ბარბაცებდა და ფეხზე დგომა უჭირდა".
რამდენიმე საათის შემდეგ, ემილიო ცხოველთა დაცვის სამსახურს დაუკავშირდა, რის შემდეგაც ენოტი გამოკვლევაზე წაიყვანეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ სხვა ადგილობრივმა მცხოვრებლებმაც შეამჩნიეს ენოტები მსგავს სიტუაციაში. კარლტონის უნივერსიტეტის პროფესორის, ბიოლოგი მაიკლ რანცის თქმით, ცხოველების მსგავსი ქცევა შესაძლოა გამოწვეული
რანცი ადგილობრივებს ურჩევს, არ შეეცადონ ენოტის გამოფხიზლებას. მისი თქმით, უმჯობესია, თუ ცხოველს დაძინებას დააცდიან.