სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა დაშავებული კოალას გადარჩენის ვიდეო. ავსტრალიელი ქალი ახალი სამხრეთ უელსის ტყის სიახლოვეს გადაადგილდებოდა. ის ჩქარობდა, რათა კვამლში გახვეული ტერიტორია სწრაფად დაეტოვებინა, თუმცა, გზის მეორე მხარეს ხანძრისგან დაშავებული კოალა შეამჩნია. როგორც ჩანს, ცხოველმა ტყის ხანძარს თავი დააღწია და თავის გადარჩენას ცდილობდა. დაშავებულ ცხოველს გზის მეორე მხარესაც იგივე საშინელება ელოდა, - წერს გამოცემა BBible-ი.
ქალი კოალას გადასარჩენად გაიქცა, მას თავისი მაისური შემოახვია და დამწვარი ცხოველი ტყიდან გამოიყვანა. მან შეშინებულ ტყის ბინადარს წყალიც დაასხა, რათა ცხოველის ბეწვი წვას განაგრძობდა, ხოლო შემდეგ პლედში გაახვია.
ავსტრალიელმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაშავებული ცხოველი კოალების რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანა, სადაც ამჟამად რამდენიმე კოალას ხანძრისგან მიღებული დამწვრობებს მკურნალობენ.