თუთიყუში ყვიროდა "ხანძარი!", რის შედეგადაც ოჯახი სიკვდილისგან იხსნა
თუთიყუში ყვიროდა "ხანძარი!", რის შედეგადაც ოჯახი სიკვდილისგან იხსნა
თუთიყუშმა ამერიკელების ოჯახი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. ღამე, როდესაც ყველას ეძინა, სახლში ხანძარი გაჩნდა. ოჯახის წევრებს თუთიყუშის ყვირილის ხმაზე გაეღვიძათ. 
მოგვიანებით, პატრონი გაოცებული განმარტავდა, რომ მის თუთიყუშს სიტყვა "ხანძარი" ამ დრომდე არასოდეს უთქვამს.

"ლუი ნამდვილი გმირია. მას რომ არ ეყვირა "ხანძარი!", ჩვენ ვერ გავიღვიძებდით.  არ მახსოვს, ამ დრომდე ეს სიტყვა ეთქვას. როდესაც გავიღვიძეთ, მისაღები ოთახის იატაკს მთლიანად ცეცხლი ეკიდა", - ამბობს თუთიყუშის პატრონი ბარბარა კლაინი.

სამწუხაროდ, ლუი და ორი ძაღლი ხანძარს ვერ გადაურჩა. ბარბარას ქმარმა, ლარიმ და 6 წლის შვილიშვილმა სახლიდან გამოსვლა
მოასწრეს, თუმცა, მამაკაცი კლინიკაში მრავლობითი დამწვრობით გადაიყვანეს.

"ის სამზარეულოში გაიქცა და ხანძრის წყლით ჩაქრობა სცადა. როდესაც
ქუჩაში გამოვიქეცით, ჩემი ქმარი უკან დაბრუნდა, რათა ლეკვები და ბებიის დანატოვარი გიტარა გადაერჩინა, მაგრამ ის ამბობდა, რომ სუნთქვა უჭირდა, ხოლო მე ვყვიროდი, რომ გარეთ გამოსულიყო", - ამბობს ბარბარა.

ლარიმ ხელების, სახისა და ცხვირის დამწვრობა მიიღო, ასევე კვამლით მოიწამლა. გარკვეული დროის განმავლობაში, ის ექიმებს ხელოვნურ კომაში ჰყავდათ, მაგრამ საბედნიეროდ, მამაკაცი სწრაფად გამოჯანმრთელდა.

ოჯახს ახალი სახლის შეძენა მოუწევთ, მაგრამ მათ მეზობლები ეხმარებიან.

Zooclub

"ოჯახები სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტანსაცმელს გვიგზავნიან. ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანმა 3 თვით საცხოვრებლად თავისი სახლი დაგვითმო. ასევე, მანვე თუთიყუშის ბარტყი გვაჩუქა, რომელსაც "უმცროსი ლუი" დავარქვით, თუმცა, ლუი, რომელმაც სიკვდილს გადაგვარჩინა, შეუცვლელია და ის ჩვენი ოჯახისთვის ყოველთვის გმირად დარჩება", - აღნიშნავს ბარბარა.

წყარო: foxnews.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?